ვახტანგ ვრონსკი-ნადირაძე
ვახტანგ ივანეს ძე ნადირაძე, ფსევდონიმი — ვრონსკი (უკრ. Вахтанг Іванович Вронський-Надирадзе; დ. 28 აგვისტო, 1905, თბილისი, — გ. 27 თებერვალი, 1988, კიევი) — ქართველი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1962), საქართველოს სახალხო არტისტი (1971).
1923 წელს დაამთავრა თბილისის საბალეტო სკოლა. 1923–1925 წლებში მუშაობდა როსტოვის მუსკომედიის თეატრში. იყო თბილისის (1925–26), ბაქოს (1926–32), ტაშკენტისა და სხვ. ოპერისა და ბალეტის თეატრების წამყვანი სოლისტი; ბაქოს (1932 და 1937–40), სარატოვის (1933–37), ოდესის (1940–54) (პარალელურად 1941–44 დნეპროპეტროვსკის) და კიევის ტ. შევჩენკოს სახელობის (1954–63) ოპერისა და ბალეტის თეატრების მთავარი ბალეტმაისტერი, უკრაინის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (1951–54) მხატვრული ხელმძღვანელი. 1960 წლიდან პარალელურად ხელმძღვანელობდა უკრაინულ „ბალეტს ყინულზე”.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხეიძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.