ვახტანგ ბეწუკელი
ვახტანგ პავლეს ძე ბეწუკელი (დ. 22 სექტემბერი, 1916, მაგრანეთი, ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ივნისი, 1971, თბილისი) — ქართველი პოეტი და მთარგმნელი.
ვახტანგ ბეწუკელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 სექტემბერი, 1916 |
დაბადების ადგილი | მაგრანეთი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 20 ივნისი, 1971 (54 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ გურჯაანის, შემდეგ კი თიანეთის რაიონებში, ხოლო 1945 წლიდან გადმოდის თბილისში და ეწევა სამწერლობო საქმიანობას.
თარგმნა სიჭაბუკიდან დაიწყო. გერმანულისა და ქართული საფუძვლიანად ცოდნამ საშუალება მისცა წარმატებით შეჭიდებოდა გოეთესა და შილერის შემოქმედებას. მან გააცნო ქართველ მკითხველს გერმანელი კლასიკოსების ნიმუშები: „გიორგ ფონ ბერლიხინგენი“, „იფიგენია თავრიდში“, „ეგმონტი“, „ტორკვატო ტასო“, „მოქალაქე გენერალი“, „მარიამ სტიუარტი“, „ფიესკოს შეთქმულება“, „ორლეანელი ქალწული“, „დონ კარლოსი“, აგრეთვე ლესინგის „ემილია გალოტი“, „ნათან ბრძენი“, ჰაინრიხ მანის „მეფე ანრი IV სიჭაბუკე“ და სხვა მრავალი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 86, თბ., 1994
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 420.