ვახტანგ ბადაგაძე
ვახტანგ ბადაგაძე (დ. 1932, დუშეთი — გ. 2007) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.
ვახტანგ ბადაგაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1932 |
დაბ. ადგილი | დუშეთი |
გარდ. თარიღი | 2007 |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | პედაგოგი, მეცნიერი, მათემატიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1958 წელს ასპირანტურა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში.
1958 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1961-1968 წლებში - სწავლული მდივანი. 1968-1971 წლებში - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1971-1982 წლებში კი ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრას. 1982 წლიდან იყო ამ კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სასრულსხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა. კერძოდ, შეისწავლიდა მეორე რიგის ელიფსური ტიპის დიფერენციალური განტოლებების რიცხვით ამოხსნებს. ასეთი ტიპის განტოლებების აპროქსიმაციას, აგებდა ამ განტოლებებისათვის სხვაობიან სქემებს. აზუსტებდა განშტოებადი შემთხვევითი პროცესების ზოგიერთ თეორემას. განსაზღვრავდა და იკვლევდა რიტცის კანონიკური განტოლებებიდან მწკრივის კორექტირების კოეფიციენტებს. ვ. ფადეევის მეთოდის გამოყენებით განიხილა დირიხლეს ამოცანა პუასონის მრავალგანზომილებიანი განტოლებისათვის; იგი შეისწავიდა ზოგიერთ ვარიაციულ ამოცანას.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მათემატიკა : ამოცანათა კრებული (რედაქტორი). თბ., უნივერსალი, 2008 გვ. 426 ISBN 9789941123153
- მათემატიკური უნარები : ამოცანების კრებული (რედაქტორი). - თბ., ი. ს. "კახაბერ ვეფხვაძე" - K&K, 2004 გვ. 133 ISBN 9994080903
- წრფივი ალგებრის გამოთვლითი მეთოდები : ლექციების კურსი მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბ., თბ. უნ-ტის გამ-ბა, 1983 გვ. 90
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. თბ., 2016 გვ. 182-183