ვახტანგ ასამბაძე

ინჟინერი

ვახტანგ ასამბაძე (დ.28 მარტი, 1954, ქედა, საქართველო) — ქართველი ინჟინერი.

ვახტანგ ასამბაძე
დაბ. თარიღი 28 მარტი, 1954(1954-03-28)[1] (70 წლის)
დაბ. ადგილი საქართველო[1]
მოქალაქეობა  საქართველო
საქმიანობა ინჟინერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში ინჟინერ-დამპროექტებლად, წამყვან ინჟინრად, განყოფილების უფროსად. 1977 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს № 5 სამშენებლო ტრესტის № 45 მოძრავ მექანიზებულ კოლონაში მშენებელ ოსტატად. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბათუმის სახლმშენებელ კომბინატში - სამუშაოთა მწარმოებლად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების მშენებლობის განყოფილების უფროსად. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე საწარმოების გაერთიანებული დირექციის მთავარი ინჟინერი. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს ბათუმის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად.

მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აშენდა მრავალი სამრეწველო, სამოქალაქო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მნიშვნელოვანი ობიექტი. კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტები. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება