ვახტანგ აბაშიძე (ფიზიკოსი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვახტანგ აბაშიძე (დ. 9 სექტემბერი, 1928, ისლარი — გ. 25 ივლისი, 2019) — ქართველი მათემატიკოსი, ფიზიკოსი.

1951 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკოსის სპეციალობით.

1952 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოფიზიკის სპეციალობით. 1952-1954 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის კათედრის ლაბორანტი, 1954-1958 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1958-1965 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თამანშრომელი. 1965-1969 წლებში კი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1969-2005 წლებში იყო ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტატი. მისი შრომები ეხება კავკასიის ტერიტორიის გრავიტაციული ველის, დროის მიხედვით მისი ცვალებადობის და ენგურჰესის რაიონში გეოდინამიკური პროცესების გეოფიზიკური მეთოდების კვლევებს. გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო.[1]

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2002 - მერაბ ალექსიძის სახელობის პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ფიზიკის ფაკულტეტის გეოფიზიკის კათედრის მოკლე ისტორია : ეძღვნება თსუ-ის 100 წლისთავს თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2018 გვ. 44 - ISBN: 9789941137464
  • გეოდეზიური გრავიმეტრიის მოკლე კურსი : სახელმძღვ. საქ. ტექნ. უნ-ტის სტუდ - თბილისი, ჯისიაი, 2004. გვ. 269
  • Geophysical monitoring of geodynamical processes in region of Enguri High Dam - Tbilisi, Metsniereba, 2001

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წლებში თბ., 2012 გვ. 44
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2003 გვ. 194
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე თბ., 2012 გვ. 138

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება