ვაცლავ ჩერნი

ჩეხი ენათმეცნიერი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაცლავ ჩერნი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაცლავ ჩერნი (ჩეხ. Václav A. Černý; დ. 27 მაისი, 1931, პრაღა, — გ. 21 იანვარი, 2017, იქვე) — ჩეხი ენათმეცნიერი, მთარგმნელი. კავკასიური ენების სპეციალისტი, ქართველოლოგი.

ვაცლავ ჩერნი
დაბ. თარიღი 27 მაისი, 1931(1931-05-27)[1] [2]
დაბ. ადგილი პრაღა, ჩეხოსლოვაკია[2] [3]
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 2017(2017-01-21)[4] [2] [3] (85 წლის)
გარდ. ადგილი პრაღა, ჩეხეთი[3]
მოქალაქეობა  ჩეხოსლოვაკია
 ჩეხეთი
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი[3] და ენათმეცნიერი[3]
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი[5]

დაამთავრა კარლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი სპარსული და სომხური ენების სპეციალობით (1954). შემდეგ მუშაობდა პრაღაში გამომცემლობის რედაქტორად. 1960-იანი წლების დასაწყისიდან 1980 წლამდე მოღვაწეობდა ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1990-იან წლებში მოკლე დროით კვლავ დაუბრუნდა ამ ინსტიტუტს. კითხულობდა ლექციებს ზოგადი კავკასიოლოგიის, ქართული და ჩერქეზული ენების შესახებ. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება კავკასიური და ქართული კულტურისა და ლინგვისტიკის სხვადასხვა საკითხს. ჩეხურად ნათარგმნი აქვს ვაჟა-ფშაველას, მიხეილ ჯავახიშვილის და ნიკო ლორთქიფანიძის, ასევე თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (საქართველო, 2015).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება