ვაშუქანი
ვაშუქანი — მითანის დედაქალაქი ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებში. ვარაუდობენ რომ მდებარეობდა თანამედროვე თელ-ფეხერიეს ადგილას (ჩრდილოეთი მესოპოტამია). აქ აღმოჩნდა არქეოლოგიური მასალით მდიდარი სასახლე. დაარბია ხეთების მეფე სუფილულიუმა I-მა (ძვ. წ. XIV საუკუნე), დაიპყრო ასურეთის მეფე ადადნირარი I-მა (ძვ. წ. XIII საუკუნე), რომლის შემდეგაც ასურეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 332.
- ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ. 1971