ვაშლის ნამცხვარი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ვაშლის ნამცხვარი}} |
ვაშლის ნამცხვარი - ნამცხვარი, რომლის შიგთავსი ძირითადად ვაშლისგან შედგება. ხშირად იმკობა ათქვეფილი ნაღებით, ვანილის ნაყინით ან ყველით. უმეტესად ქერქით ყველა მხრიდან არის დაფარული, ან ზემოდან მხოლოდ ნაწილობრივ. შიგთავსისთვის გამოიყენება ახალი ან კონსერვირებული ვაშლის სხვადასხვა სახეობა, შაქარი, კარაქი, ლიმნის წვენი, დარიჩინი, სხვადასხვა თხილი. ზოგ ძველ რეცეპტში უპირატესობა ენიჭება მაშინ შაქარზე უფრო ხელმისაწვდომ თაფლს. უპირატესობა ენიჭებოდა ახალ ვაშლებს, გამომშრალ და კონსერვირებულ ვაშლს ახლის მიუწვდომელობისას იყენებდნენ.
ვაშლის ნამცხვარი გალიით | |
წარმოშობის ადგილი | ინგლისი[1] |
---|---|
ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი ან ცივი |
მთავარი ინგრედიენტები |
ვაშლი, ფქვილი, შაქარი, რძე, დარიჩინი, კარაქი, მარილი[2] |
236 კკალ (988 კჯ) | |
|
ინგლისური და ფრანგული
რედაქტირებავაშლის ნამცხვარი წარმოიშვა ინგლისში.[1] ვაშლის ნამცხვრის ყველაზე ძველი რეცეპტი დათარიღებულია 1381 წლით, ინგრედიენტების ჩამონათვალში შედის "კარგი ვაშლები, კარგი სუნელები, ლეღვი, ქიშმიში და მსხალი". თანამედროვესგან ის ძალიან განსხვავდებოდა, რადგან მზარეულებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი შაქარი და საფუარის ცომი. დღეს კერძი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ინგლისურენოვან ქვეყნებში, სადაც ინგლისის გავლენის ქვეშ გავრცელდა. ფრანგული ვაშლია ნამცხცარი განსხვავდება ფორმით და კარამელიზირებული ვაშლების გამოყენებით. ასეთი ტიპის ნამცხვრებში შიგთავსს ხშირად სხვა ხილი და ბოსტნეულიც შეადგენს, მაგ, პამიდორი ან მსხალი
ჰოლანდიური
რედაქტირებავაშლის ნამცხვრის პირველი ჰოლანდიური რეცეპტი შუა საუკუნეებში დაიწერა და საკმაოდ მარტივი იყო. ჰოლანდიური რეცეპტის მთავარი განსხვავება დამატებითი ინგრედიენტები - ლიმნის წვენი, დარიჩინი, ნუშის კარაქი, კრემი და ტექსტურაა, გემოში დიდი განსხვავება არ არის. მზადდება ცომით ან პურის ნამცეცებით, ამერიკაში ჰოლანდიური ვაშლის ნამცხვრის სახელით ცნობილია პურის ნამცეცებით და ასევე სუნელების დამატებით გაკეთებული ვარიაცია. იჭმევა ცივად ან ცხელად.
შვედური
რედაქტირებატრადიციული შვედური ვაშლის ნამცხვარი შეიცავს ვაშლის ნაჭრებს და წააგავს ტორტს, უფრო გავრცელებულია ორცხობილას მსგავსი ვარიანტი, რომელიც ცომის მაგივრად ხშირად პურის ნამცეცებისგან მზადდება. ჩვეულებრივად ემატება ვანილი, ვანილის ნაყინი ან დარიჩინი.
ამერიკული
რედაქტირებაამერიკაში ვაშლის ნამცხვარი ერთ-ერთ ეროვნულ კერძად ითვლევბა. პირველად შტატებში ვაშლის ნამცხვარი ინგლისელებმა, შვედებმა და ჰოლანდიელებმა შემოიტანეს მე-17 და მე-18 საუკუნეებში. თუმცა, ვაშლის ევროპული სახეობების გავრცელებამდე კერძის პოპულარიზაცია შეუძლებელი იყო ადგილობრივი ვაშლის ნაყოფების პატარა ზომის და მჟავე გემოს გამო[2]. ამ პერიოდში მოსახლეობა ნამცხვრის შიგთავსისთვის ხილის მაგივრად ხორცს იყენებდა, ასეთ ნამცხვრებს "ხურჯინებს" ეძახდნენ [3]. მე-18 საუკუნის ისტორიკოსის ისრაელ აკრელუსის ჩანაწერებში ნახსენებია, რომ ვაშლის ნამცხვარს ამერიკაში მთელი წლის განმავლობაში აკეთებდენ - ზამთარშიც კი, როდესაც ახალი ვაშლების მაგივრად გამომშრალ ვაშლებს იყემებდნენ - და მას ხშირად სადილზე ბავშვები მიირთმევენ[4].
დღეს ვაშლის ნამცხვარი, მიუხედავად მისი ევროპული წარმოშობის, ტიპურ ამერიკულ კერძად ითვლება. ის გვხვდება რამდენიმე ამერიკულ ხალხურ ლექსში და გამონათქვამში როგორც ასოციაცია სამშობლოსთან, მაგ. "ვაშლის ნამცხვარივით ამერიკული" ("As American as apple pie").[5] გამოკითხვის შედეგად ამერიკელების 19% ვაშლის ნამცხცარს საუკეთესო ნამცხცრად მიიჩნევს. ქვეყნის დასაცლეთით და ასევე ინგლისის ჩრდილოეთით პოპულარულია ზემოდან ან ცალკე ჩედარის ან სხვა მწარე ყველის ნაჭრის დამატება [6] დაარქივებული 2012-04-18 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Kat Eschner (12 May 2017). „Apple Pie Is Not All That American“. The Smithsonian. ციტირების თარიღი: 29 March 2019.
- ↑ Apple Pie.