ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები

გურამ დოჩანაშვილის ნოველა

ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოებიგურამ დოჩანაშვილის პირველი, 1981 წლის მაგიური ნოველა. [1]

„ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“

ავტორი გურამ დოჩანაშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი მაგიური რეალიზმი, ალეგორია,
გამოცემის თარიღი 1981
მედია 139

ნოველის შესახებ

რედაქტირება

ნოველა 1986 ითარგმნა ესტონურად და გამოიცა ტალინში(Water(po)loo ehk Taastamistööd)[2]. ვატერ(პო)ლოოში იგი ახალგაზრდა მწყემსი ბიჭის-ბესამეს უჩვეულო სულიერ ტრანსფორმაციას გვთავაზობს. ვატერ(პო)ლოო,ეს არის გზა,რომელსაც უწყინარი უშობელი მძვინვარე მხეცად გარდასახვამდე გადის.

ავტორი ნაწარმოებში მრავალჯერ ახსენებს პროსპერ მერიმეს კარმენს, რომელზეც ის პირველ პირში თხრობისას ჰყვება. ნოველის ბოლოში კი წერს, რომ დამატებით ლიტერატურად გამოიყენა, არ. ცაგარელის თარგმნილი "კარმენი" და ფრედერიკო გარსია ლორკას "ისპანსკიე კოლიბელნიე პესნი", რომელიც ვ. ბიბიხინამ და ვ. ჩერნიშოვოიმ თარგმნეს.[3]

ისტორიას ყვება ქართველი მწერალი აფრედერიკ მე. მოქმედება ვითარდება 19–ე საუკუნის ანდალუზიაში. ბესამე კარო ობოლი ბიჭია, რომელიც ცხვრის მწყემსია და თავს მუშაობით ირჩენს. ერთხელ მის წინ მომავალი ეტლი გაფუჭდება. იქიდან კი გადმოვა მოხუცი, რომელიც ბესამეს ქალაქში წაყვანას და ფლეიტის სწავლას შესთავაზებს. ბიჭი დათანხმდება. ქალაქში ბიჭს დაბანენ და სუფთა ტანსაცმელს ჩააცმევენ. იქვე ნახავს მასზე ორი წლით უმცროს გოგონას რამონას, რომელიც დანახვისთანავე შეუყვარდება. ბესამეს მუსიკოსი ქრისტობალდ დე როხასი შეასწავლის ფლეიტაზე დაკვრას. თუმცა ამავდროულად სკოლაშიც დაიწყებს სიარულს.

ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტეზეა აღფრთოვანებული, სხვა მოსწავლეებსაც მის აღიარებას აიძულებს. კითხვაზე თუ ვინ იყო ყველაზე დიდი ადამიანი მსოფლიოში, ბესამე ბეთჰოვენს დაასახელებს, რაზეც ისტორიის მასწავლებელი კარტუზო გაბრაზდება და გადაეკიდება. ის მერთანაც კი მივა ჩივილით, რომ მუსიკოსები მოწამლონ, რათა მომავალში მათმა სახელებმა სხვა დიდი პოლიტიკური მოღვაწენის სახელები არ დაჩრდილონ. ამასობაში დრო გადის. ბესამე რამონასთან დაიწყებს მეგობრობას და დაპირდება, რომ როცა გაიზრდება, ცოლად მოიყვანს. თუმცა კარტუზო მას ჭკუის სასწავლად აღდგენით სამუშაოებზე მიაბარებს. უარყოფის შემთხვევაში მას ქალაქის დატოვება მოუწევდა, ამიტომ ბესამე დათანხმდა ისტორიის მასწავლებლის გადაწყვეტილებას.

აღდგენითი სამუშაო ეწოდებოდა ვატერპოლოს, ანუ წყალბურთის გუნდში გაწევრიანებას, რომელსაც მკაცრი და უცნაური მწვრთნელი რექსაჩი ჰყავდა. ის მოსწავლეებს მოწინააღმდეგის მიმართ მოურიდებლობას და დაუნდობლობას ჩაუნერგავს. ბესამე აქაც გამოიჩენს ნიჭს და ძირითად გუნდში გადავა. ერთ–ერთ ტურნირზე კი გამარჯვების გოლებს გაიტანს. ამის შემდეგ იგი შეიცვლება. დაივიწყებს მუსიკას და ფულის როსკიპებში გაფლანგვას დაიწყებს. ერთ დღეს მას რამონა შეხვდება, რომელიც დაქალებული აღმოჩნდება. ბესამე მას გაუპატიურებას დაუპირებს, მაგრამ თავზე მოხუცი კაცი წაადგება, რომელიც გაკიცხავს და იმ დროს გაახსენებს, როცა ბესამე ღარიბი იყო "როგორც იესო". ის წაიყვანს ძველ გომურში და წარსულს გაახსენებინებს, რომელიც ბესამეს სულიერი ხსნის გზა აღმოჩნდება.

პერსონაჟები

რედაქტირება
  • ბესამე კარო – მთავარი პერსონაჟი. ობოლი ანდალუზიელი მწყემსი, რომელიც ქალაქში მოხვედრის შემდეგ მუსიკას და ფლეიტაზე დაკვრას ისწავლის, თუმცა აღდგენითი სამუშაოებზე მიბარებით ის სრულიად შეიცვლება და ამპარტავანი წყალბურთელი გახდება.
  • რამონა – გოგონა, რომელსაც ბესამე ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ გაიცნობს. ის მალევე სიყვარულშიც გამოუტყდება და ცოლად მოყვანას შეპირდება. თუმცა დროის გასვლის შემდეგ, როცა ბესამე შეიცვლება, ის რამონას გაუპატიურებას შეეცდება, ხელს კი მოხუცი შეუშლის, რომელმაც ქალაქში ჩამოიყვანა.
  • კარტუზო – ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ეთაყვანება ნაპოლეონ ბონაპარტეს. მისი თქმით, ნაპოლეონი ცუდი, მაგრამ უდიადესი ადამიანი იყო. ამასთან დაკავშირებით მას უთანხმოება მოუვა ბესამესთან და მას აღდგენით სამუშაოებზე გაგზავნის.
  • რექსაჩი – ვატერპოლოს მწვრთნელი, რომელიც ერთდროულად სიმკაცრით და ლოიალობით გამოირჩევა. ის თავის მოსწავლეებს მოწინააღმდეგის დაუნდობლობას ასწავლის და ამისთვის ფიზიკურ სასჯელსაც არ ერიდება.
  • აფრედერიკ მე – მწერალი, რომელიც ამ ისტორიის აღსაწერად ანდალუზიაში ჩავიდა და წლების განმავლობაში უთვალთვალებდა ბესამე კაროს.

ეკრანიზაციები

რედაქტირება

ნოველა დაიდგა მრავალ თეატრში. რადიოსპექტაკლი 1992 წელს ჩაიწერა საზოგადოებრივი მაუწყებელის სტუდიაში. მისი რეჟისორი იყო ზურაბ კანდელაკი, ხმის რეჟისორი – რომეო ტერ-გრიგორიანი, მუსიკალური გამფორმებელი - ლალი სეთურიძე. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: გიზო სიხარულიძე, ზურაბ ცინცქილაძე, კახა გაბელაია, რევაზ თავართქილაძე, თემურ ნაცვლიშვილი, თამარ მამულაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, თემურ შამათავა, ლაშა მესხი, ჯემალ მელქაძე, ჯონი ახალკაცი.[4]

ნოველის მიხედვით რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა 1989 წელს გადაიღო ფილმი სახელად "ბესამე", რომლის სცენარის ავტორი მასთან ერთად გურამ დოჩანაშვილიცაა. ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ფილმმა და ასევე ბასკეთის ნაციონალურმა ტელევიზიამ. [5]

გადაღებები მიმდინარეობდა საქართველოსა და ესპანეთში კერძოდ, ტოლედოში, ელ გრეკოს სახლმუზეუმში. ეკრანიზაციაში გამოყენებულია მუსიკალური ფრაგმენტები ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, იოჰან სებასტიან ბახის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ნიკოლო პაგანინის და ფრანსუა კუპერენის ნაწარმოებებიდან.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კახი კავსაძე (მაესტრო), გოგი ხარაბაძე (რექსაჩი), მურმან ჯინორია (კარტუზო).. ბესამეს როლში კი სამი სხვადასხვა მსახიობი გამოდის – დავით გაბუნია, რევაზ თაბუკაშვილი (უმცროსი) და ნუგზარ ცომაია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=5379[მკვდარი ბმული]
  2. http://catalog.hathitrust.org/Record/007867606
  3. ქართული პროზის საგანძური. გურამ დოჩანაშვილი. წიგნი 1. მოთხრობები. 2010 პალიტრა L-ის გამომცემლობა. ISBN 9789941413230
  4. http://radio1.ge/ge/videos/view/129870.html[მკვდარი ბმული]
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-08. ციტირების თარიღი: 2016-04-24.