ვასილ ლიონიძე
ვასილ დიმიტრის ძე ლიონიძე (დ. 17 აგვისტო, 1864, სოფ. სასირეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, — გ. 1929, დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1917).
ვასილ ლიონიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 აგვისტო, 1864 |
დაბადების ადგილი | სასირეთი (ქარელის მუნიციპალიტეტი) |
გარდაცვალების თარიღი | 1929 |
წოდება | გენერალი |
ბრძოლები/ომები | პირველი მსოფლიო ომი |
ჯილდოები |
წმინდა ანას III ხარისხის ორდენი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი (1885). მიიღო პოდპორუჩიკის (1885), პორუჩიკის (1889), შტაბს-კაპიტნის (1895), კაპიტნის (1898, პოდპოლკოვნიკის (1905), პოლკოვნიკის (1911) წოდებები. 1885-1914 წლებში მსახურობდა ვლადიკავკაზის 125-ე ქვეით პოლკში, შორაპნის მაზრის უფროსად, შემდეგ მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში. I მსოფლიო ომის წლებში იყო ქვეითთა 118-ე სათადარიგო ბატალიონის უფროსი (1914-1916), 1916-1917 წლებში ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. 1917-1918 წლებში იყო ქვეითთა 222-ე პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1917). 1918 წლიდან ქართულ ჯარშია. იყო სამხედრო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი. 1921 წელს ემიგრაციაში არ წავიდა. ცხოვრობდა თბილისში. დაჯილდოებული იყო წმინდა ანას მე-3 ხარისხის, წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 244.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 70-71, ISBN 978-9941-0-7386-1.