ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვასილ ვირასტიუკი (უკრ. Василь Вірастюк) დ. 22 აპრილი, 1974, ივანო-ფრანკივსკი, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი სპორტსმენი და პოლიტიკოსი. 2004 წელს პლანეტის უძლიერესი მამაკაცის ტიტული მოიგო. სპორტის შემდეგ პოლიტიკაში გადაერთო, 2021 წლის 28 მარტს უკრაინის შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა. არის უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატი.

ვასილ ვირასტიუკი

ვასილ ვირასტიუკი, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პლაკატი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Васи́ль Яросла́вович Вірастю́к
ეროვნება უკრაინელი
დაბ. თარიღი 22 აპრილი, 1974 (1974-04-22) (50 წლის)
დაბ. ადგილი ივანო-ფრანკივსკი, უკრაინის სსრ, სსრკ
სიმაღლე 191 სმ
წონა 160 კგ
სპორტი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
სპორტი მძლეოსნობა
ჯილდოები III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“
მედლები
პლანეტის უძლიერესი მამაკაცი
ბრინჯაო 2003 პლანეტის უძლიერესი მამაკაცი {{{2}}}
ოქრო 2004 პლანეტის უძლიერესი მამაკაცი {{{2}}}
უკრაინის უძლიერესი მამაკაცი
ოქრო 2000 უკრაინის უძლიერესი მამაკაცი {{{2}}}
ოქრო 2001 უკრაინის უძლიერესი მამაკაცი {{{2}}}
ოქრო 2002 უკრაინის უძლიერესი მამაკაცი {{{2}}}
ოქრო 2003 უკრაინის უძლიერესი მამაკაცი {{{2}}}
ოქრო 2006 უკრაინის უძლიერესი მამაკაცი {{{2}}}
ოქრო 2007 უკრაინის უძლიერესი მამაკაცი {{{2}}}
უკრაინის უმაღლესი რადა
IX მოწვევა
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა15 ივნისი 2021

პოლიტიკური პარტიახალხის მსახური

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვასილი 1974 წლის 22 აპრილს ივანო-ფრანკივსკში დაიბადა. მამამისი მძღოლი იყო, დედა კი მკერავი. სწავლობდა ამავე ქალაქის მე-4 საშუალო სკოლაში. 1989-1992 წლებში განათლება ივანო-ფრანკივსკის ტექნიკუმში მიიღო, ფიზკულტურის განხრით. 1992-1994 წლებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იმსახურა. 1984-დან 2000 წლამდე მძლეოსნობას მისდევდა (ბირთვის კვრაში) და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება მიიღო. 1999 წლამდე უკრაინის ნაკრების წევრი იყო. იმავე წელს სიდნეის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა, თუმც უკვე სპეციალობის შეცვლა და მძლეოსნობიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და შეჯიბრში გამოსვლაზე უარი თქვა. 1999 წლის ბოლოს ივანო-ფრანკოდან კიევში წავიდა და 2000-2003 წლებში კომპანია „გალჰაფტოგაზში“ მცველ-მძღოლად მუშაობდა. 2000 წელს უკრაინის შსს-ში მცველის კურსები გაიარა და ფიზიკური პირების დაცვის C კატეგორიის ლიცენზია მოიპოვა. 2003 წელს მეუღლე სვეტლანასთან ერთად კიევში გადავიდა საცხოვრებლად და მალე შვილი ადამი შეეძინათ. სამწუხაროდ 2006 წელს სვეტლანა ტრაგიკულად დაიღუპა.
2000 წლიდან სპორტის ახალ სახეობაში „ძალისმიერ ექსტრიმში“ დაიწყო გამოსვლა. ექვსჯერ იასპარეზა პრესტიჟულ ტურნირზე „Arnold Strongman Classic“, სადაც სამჯერ (2005, 2006 და 2007) მეორე ადგილი დაიკავა.
2003 წელს ზამბიაში „პლანეტის უძლიერესი მამაკაცის“ ჩემპიონატზე გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პირველ-მეორეზე წინა წლების მსგავსად მარიუშ პუდზიანოვსკი და ჟიდრუნას სავიცკასი გავიდნენ.
2004 წელს ნასაუში პუდზიანოვსკი და სავიცკასი ჩამოიტოვა და ოქროს მედალი აიღო. მოგვიანებით მარიუშის სისხლი აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს და დისკვალიფიკაცია მისცეს. იმავე წელს ძლიერი მამაკაცების შეჯიბრში განხეთქილება მოხდა. რამდენიმე მონაწილემ (მათ შორის ვირასტიუკმა და სავიცკასმა) IFSA-ს ტურნირზე გააგრძელეს გამოსვლა. ვასილმა 2005 წელს ვერცხლის მედალი აიღო, 2006-ში ბრინჯაო, ხოლო 2007-ში ოქრო. ამ გამარჯვებით გახდა პირველი ადამიანი ვინც ჩემპიონობა ორი ვერსიით (პლანეტის უძლიერესი ადამიანი და IFSA ვერსიით) მოიგო. უკრაინის ნაკრების კაპიტანი იყო და მისი თაოსნობით „პლანეტის ყველაზე ძლიერი ერის“ ტიტული ოთხჯერ მოიგო (2003, 2004, 2006 და 2007 წლებში). 6-ჯერ გახდა უკრაინის ყველაზე ძლიერი მამაკაცი (2000—2004, 2007). 2007 წელს კიევში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო. 2008 წელს Arnold Strongman Classic-ზე ტრავმის გამო იძულებული შეიქმნა ტურნირი დაეტოვებინა და 8,5 ქულით მეათე ადგილს დასჯერდა. საბოლოოდ კი ტრავმის გამო სპორტსმენის პროფესიული კარიერა დაასრულა.
2009 წელს მოქმედ ათლეტებთან ერთად უკრაინის ძლიერი ათლეტების ფედერაცია ოფიციალურად დატოვა და უკრაინის "სტრონგმენების" პროფესიონალური ლიგა ჩამოაყალიბა. 2011 წელს უკრაინის "სტრონგმენების" ფედერაცია დაარეგისტრირა და 2015 წელს ეროვნული ფედერაციის სტატუსი მიიღო. ამჟამად ითვლება ამ ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად.

მსახიობი

რედაქტირება

მონაწილეობდა ფილმებში:

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2009 კაზაკებმა როგორ... How Cossacks... მჭედელი
2013 ძლიერი ივანი Strong Ivan ველეტი
2014 მარტოხელა კონსტრაქტით Lonely under the Сontract ედიკი
2016 დრაკონის შელოცვა The Dragon Spell კირილო კოჟუმიაკა
2018 მოპარული პრინცესა The Stolen Princess ტროიეშინა განგსტერი
2019 სასტუმრო ედელვაისი Edelweiss Hotel პოლიციის კაპიტანი
2019 პოლინა და კინოსტუდიის საიდუმლო Polina and the Mystery of a Film Studio ვიკინგი

ასევე გადაღებულია რეკლამებში და გამოდიოდა იუმორისტულ ტელეშოუში „დიზელ-შოუ“.

2004 წელს ტელეშოუში „ფორტ ბოიარდში“ გოლიათების გუნდში მონაწილეობდა.

 
გოლიათთა ტურნირი. 2008 წელი. ჟიტომირი

განათლება

რედაქტირება

2013 წელს „პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემია“ დაასრულა. სპეციალობით: „მენეჯმენტი, ეკონომიკა და ბიზნესის მართვა“.

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

2021 წლის 11 თებერვალს პოლიტიკურმა პარტია „ხალხის მსახურის“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა შუალედურ არჩევნებში ივანო-ფრანკოს ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ვირასტიუკი წარედგინა[1]. არჩევნებში მონაწილეობა პირადად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა. არჩევნები 28 მარტს ჩატარდა და უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კიმისიამ ვირასტიუკი გამარჯვებულად გამოაცხადა. არჩევნებში სულ 50 181 ბიულეტენი შევიდა, საიდანაც ვასილმა ხმათა 30,95% მიიღო (15 536 ხმა). მეორე ადგილზე 30,11%-ით (15 114 ხმა) ბიზნესმენი ალეკსანდ შევჩენკო გავიდა პარტია „მომავლისთვის“ , მესამეზე რუსლან კოშულინსკი 28,51%-ით (14 311).
შევჩენკოს გუნდმა განაცხადა რომ არჩევნები დარღვევით ჩატარდა და 2 მაისს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ივნისის დასაწყისში უკრაინის უზენაესმა სასამართლომ შედეგები ძალაში დატოვა და ვასილი 15 ივნისს უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა[2][3].

  • მამა - იაროსლავ ვირასტიუკი, მძღოლი. დაბადებული 1944 წელს
  • დედა - ირინა ვირასტიუკი. მკერავი. დაბადებული 1948 წელს
  • უფროსი ძმა - რომან ვირასტიუკი (20 აპრილი 1968 — 27 ივლისი 2019) - უკრაინის 17-გზის ჩემპიონი ბირთვის კვრაში და მომღერალი. ჩაწერილი აქვს დისკები. 1994 წელს ბირთვის კვრაში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა[4][5].
  • პირველი ცოლი (2003-2006) - სვეტლანა ვასილევნა ვირასტიუკი (12 ნოემბერი 1978 — 2 იანვარი 2006) - უკრაინის ჩემპიონი ფიტნესში, გატაცებული იყო წყლის თხილამურებით და წყლის მოტოციკლეტით. გარდაიცვალა თურქეთის კუროტ პალანდოკენში ზვავის შედეგად.
  • შვილი ადამი - სვეტლანასთან შეეძინა 2003 წელს.
  • მეორე ცოლი - 2007-წლიდან ცოლად ჰყავს ინა, რომელიც გერმანულ ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს. იგი საგზაო საცობისას გაიცნო, გოგომ ყურადღება არ მიაქცია სპორტსმენს, ავტომობილის ნომერს სურათი გადაუღო, მისამართი გაიგო და ყვავილების ბუკეტი გაუგზავნა. დაქორწინდნენ კიევ-პეჩერის ლავრაში. ყავთ ორი შვილი. ოლეგი (დაბ. 19 მარტი 2008) და ალეკსანდრე (დაბ. 2016)

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2007 წელი - ღირსების III ხარისხის ორდენი[6].
  • 2020 წელი, 21 სექტემბერი - უკრაინის ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი. უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობაში, სოციალურ-ეკონომიკურ, სამეცნიერო და ტექნიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო განვითარებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის[7]..

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება