ხალხის მსახური
ხალხის მსახური (უკრ. Слуга народу; რუს. Слуга народа; აგრეთვე ითარგმნება როგორც „ქვეყნის მსახური“) — უკრაინული სატირულ-კომედიური ტელესერიალი. ეთერში პირველად 2015 წლის 16 ნოემბერს გავიდა.
ხალხის მსახური | |
---|---|
ჟანრი |
კომედია სატირული |
ავტორი | ვოლოდიმირ ზელენსკი |
მონაწილეობენ | |
თემის კომპოზიტორი | დმიტრო შუროვი |
კომპოზიტორ(ებ)ი | ანდრეი კრიუშჩენკო |
ქვეყანა | უკრაინა |
ენა | რუსული |
სეზონი | 3 |
სერია | 51 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | ვოლოდიმირ ზელენსკი |
ხანგრძლივობა | 40-90 წუთი |
კომპანია | კვარტალ 95; Netflix |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | 1+1 |
ეთერში | 16 ნოემბერი, 2015 — 28 მარტი, 2019 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის ვასილი პეტრეს ძე გოლობოროდკოს ისტორია (როლში ვოლოდიმირ ზელენსკი), რომელიც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით იმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი იწყებს ბრძოლას კორუფიის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.
პერსონაჟები
რედაქტირება- ვასილი პეტროს ძე გოლობოროდკო (ვოლოდიმირ ზელენსკი); უკრაინის პრეზიდენტი, ყოფილი ისტორიის მასწავლებელი
- იური ივანეს ძე ჩუიკო (სტანისლავ ბოკლანი); უკრაინის პრემიერ-მინისტრი
- პეტრო ვასილის ძე გოლობოროდკო (ვიქტორ სარაიკინი); ვასილი გოლობოროდკოს მამა
- მარია სტეფანეს ასული გოლობოროდკო (ნატალია სუმსკა); ვასილი გოლობოროდკოს დედა
- სვეტლანა პეტროს ასული სახნო (კატერინა კისტენი); ვასილი გოლობოროდკოს და
- ოლგა იურის ასული მიშჩენკო (ელენა კრავეცი); ვასილი გოლობოროდკოს ყოფილი ცოლი, ცენტრალური ბანკის დირექტორი, მოგვიანებით დროებითი პრემიერ-მინისტრი
- სერგეი ვიქტორის ძე მუხინი (ევგენი კოშოვი); უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი მსახიობი
- მიხაილო ივანეს ძე სანინი (იური კრაპოვი); უკრაინის ფისკალურ საქმეთა მინისტრი
- ივან ანდრეის ძე შორიკი (ალექსანდრ პიკალოვი); უკრაინის თავდაცვის მინისტრი; ყოფილი კაპიტანი
- მიხაილ (მიქა) აშოტის ძე ტასუნიანი (მიქა ფატალოვი); უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- ნატაშა სახნო (ანა კოშმალი); ვასილი გოლობოროდკოს დის შვილი
- ანა მიხაილოვნა (ჰალინა ბეზრუკი); ვასილი გოლობოროდკოს მეგობარი გოგონა