ვასილ ვერეშჩაგინი
ვასილ ვასილის ძე ვერეშჩაგინი (დ. 14 ოქტომბერი, 1842, ჩერეპოვეცი, ახლანდ. ვოლოგდის ოლქი, რუსეთი, — გ. 31 მარტი, 1904, პორტ-არტური) — რუსი ფერმწერი, ბატალისტი.
ვასილ ვერეშჩაგინი | |
---|---|
დაიბადა | 14 (26) ოქტომბერი, 1842[1] |
დაბადების ადგილი | ჩერეპოვეცი[2] [3] [4] |
გარდაიცვალა | 31 მარტი (13 აპრილი), 1904[1] (61 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლიუიშუნი |
ჟანრი | ბატალური ჟანრი[4] , პეიზაჟი[4] , საჟანრო ფერწერა[4] , პორტრეტი[4] , მითოლოგიური ფერწერა[4] და რელიგიური ფერწერა[4] |
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1860-1863), შემდეგ პარიზში ჟ. ლ. ჟერომის ხელმძღვანელობით (1864-1865). ბევრს მოგზაურობდა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა მხარეში, დასავლეთ ევროპაში, სირიასა და პალესტინაში, ინდოეთში, იაპონიასა და აშშ-ში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კავკასიაში იყო და ერთ ხანს ხატვას ასწავლიდა თბილისის ერთ-ერთ ქალთა სასწავლებელში. აქ მხატვარმა შექმნა კავკასიური ტიპების პორტრეტები, რომელთაც უფრო ეთნოგრ. მნიშვნელობა აქვთ. ვერეშჩაგინის მიერ თბილისური ცხოვრების ამსახველი ჩანახატები (სამი ალბომი) გამოირჩევა მხატვრული ოსტატობითა და გემოვნებით. მხატვრის ნამუშევრები ექსპონირებული იყო თბილისში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებზე.
ვერეშჩაგინი რუსეთის არმიას ახლდა შუა აზიის ლაშქრობებში, რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში (ბალკანეთის ფრონტი, აქ დაიჭრა) და რუსეთ-იაპონიის ომეში, სადაც დაიღუპა 1904 წელს პორტ-არტურში ჯავშნოსან „პეტროპავლოვსკის“ აფეთქების დროს.
ნამუშევრები
რედაქტირებავერეშჩაგინი სურათებს ძირითადად ქმნიდა თავისი ჩანახატებისა და ეტიუდების მიხედვით, რომლებიც შესრულებული ჰქონდა მოგზაურობების და საომარი მოქმედებების დროს და თემატურად აერთიანებდა სერიებში („თურქესტანის სერია“, 1871-1874; სერია ნაპოლეონის რუსეთში 1812 წლის ლაშქრობის თემაზე, 1887-1904 და სხვ.).
ვერეშჩაგინის ბატალურ ნამუშევრებში ბრძოლის რომანტიკული ასახვის ნაცვლად მოცემულია ომის რეალური, შეულამაზებელი სურათები. თავისი სურათების მთავარ გმირად მან უბრალო ჯარისკაცი გამოიყვანა. სურათებში დოკუმენტური სიზუსტე შერწყმულია გულმოდგინედ დამუშავებულ კომპოზიციასთან, ნახატი ზუსტია, ფერები — ჟღერადი. მისი მთავარი ნამუშევრებია: „იერიშის შემდეგ. სანიტარული პუნქტი პლევნასთან“ (1881, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „დიდ გზაზე. უკან დახევა, გაქცევა…“ (1887-1895, მოსკოვის ისტორიული მუზეუმი), „ომის აპოთეოზი“ (1871-1872, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „ალათაუს მთებში“ (1869-1870), „თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი აგრაში“ (1874-1876, ორივე — ტრეტიაკოვის გალერეა) და სხვ.
-
„ომის აპოთეოზი“, 1871-1872
-
„ციხესიმაგრის კედლებთან. დაე, მოვიდნენ!“, 1871
-
„ზეიმობენ“, 1872
-
„იერიშის წინ. პლევნასთან“, 1881
-
„იერიშის შემდეგ. პლევნასთან“, 1881
-
„ნაპოლეონი ბოროდინოს სიმაღლეებზე“, 1897
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 370.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 247.
- Лебедев А. К., Солодовников А. В. Василий Васильевич Верещагин. — Л.: Художник РСФСР, 1987.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Верещагин Василий Васильевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119268353, Record #117371173 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.britannica.com/biography/Vasily-Vasilyevich-Vereshchagin
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 https://rkd.nl/explore/artists/210140