ვასილ ვალერიანის ძე დავითაია (დ. 2 აგვისტო, 1951, სოფ. ჭალადიდი, ახლანდ. საბაჟო, ხობის მუნიციპალიტეტი) — საქართველოს პოლიციის გენერალ-მაიორი (1999).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის (1973) და ისტორიულ–იურიდიული ფაკულტეტები (1990). 1973 წლიდან მუშაობდა ეკონომისტად, 1970-1993 წლებში — აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1993–1994 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს განყოფილების უფროსი, 1994–1995 წლებში — ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ — სამმართველოს უფროსი, 1995–1997 — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი, 1997–2002 წლებში — იმავე სამინისტროს მატერიალურ-ტექიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2002 წელს მის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვდა საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო.[1] დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1997).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება