შარაფ ალ-დინ აბდ ალ-ლაჰ იბნ ფადლ ალ-ლაჰ შირაზი (სპარს. عبدالله ابن فضل‌الله شرف‌الدین شیرازی [S̲h̲araf al-Dīn ʿAbd Allāh b. Faḍl Allāh Shīrāzī]) — XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის ირანელი ისტორიკოსი. ცნობილია ვასაფის ან ვასაფ ალ-ჰაზრათის (სპარს. عبدالله ابن فضل‌الله شرف‌الدین شیرازی [Vassaf-e Hazrat], „მისი უდიდებულესობის მეხოტბე“) სახელით.

ილხანთა მმართველობის დროს ვასაფი შირაზში გადასახადების ამკრეფად მუშაობდა. ავტორია სპარსულ ენაზე დაწერილი დიდი საისტორიო ნაშრომისა „თარიხე ვასაფი“ („ვასაფის ისტორია“, Tārīkḣ-i Waṣṣāf). ნაშრომი წარმოადგენს ჯუვეინის თხზულების უშუალო გაგრძელებას და მოიცავს პერიოდს 1257 წლიდან 1323 წლამდე. თხზულებაში არის უხვი ცნობები ილხანთა საგადასახადო სისტემის შესახებ. ვასაფის პირველწყაროები იყო ჯუვეინისა და რაშიდ ად-დინის საისტორიო ნაშრომები, საფინანსო უწყების დოკუმენტები, საკუთარი თვალით ნანახი და თვითმხილველთა მოგონებები. თხზულებაში არის საინტერესო ცნობები მონღოლთა ბატონობის დროინდელი საქართველოს შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაციტაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • Huart, Cl., "Waṣṣāf", in: Encyclopaedia of Islam, First Edition (1913-1936), Edited by M. Th. Houtsma, T.W. Arnold, R. Basset, R. Hartmann.
  • Āyatī, ʿAbd al-Muḥammad, "30. Tārīkḣ-i Waṣṣāf", Historical Sources of the Islamic World: Selected Entries from Encyclopaedia of the World of Islam, 2013, EWI Press. — pp. 149–152.