ვასაკასებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან ვასაკა)

ვასაკასებრნი (ლათ. Hylidae) — უკუდო ამფიბიების ოჯახი, მათი სხეულის სიგრძე 2,5 — 13,5 სმ აღწევს. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე, მაგრამ ყველაზე მეტი რაოდენობით ბინადრობენ ტროპიკულ ამერიკასა და ავსტრალიაში. უმრავლესობა მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული. ცნობილია 400-ზე მეტი სახეობა, მ. შ. ფილომედუზა, ჩანთოსანი ვასაკა, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში გვხვდება, თეთრი ვასაკა (გავრცელებულია ავსტრალიაში) და სხვა. 350-მდე სახეობას აერთიანებს ნამდვილი ვასაკას (Hyla) გვარი. მათგან ყველაზე ცნობილია ჩვეულებრივი ვასაკა (Hyla arborea), რომელიც გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე აზიასა და ირანში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ცხოვრობს ხეებზე. სხეული მწვანე აქვს, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს გარემოს შეფერილობის მიხედვით. წყალში ჩადის გამრავლების დროს. ყრის 1000-მდე კვერცხს. მეტამორფოზი გრძელდება 90 დღემდე. ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს. ცნობილია, რომ ჩვეულებრივ ვასაკას ტყვეობაში უცხოვრია 22 წელიწადს.

ვასაკასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hylidae

ლიტერატურა

რედაქტირება