ვარციხეს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში. აგებულია XVI–XVIII საუკუნეებში.

ციხის ტერიტორიაზე, შემაღლებულ ადგილას დგას გვიანდელი ეკლესია, რომელიც ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე. კონსტრუქციული ნაწილებისთვის გამოყენებულია აგური. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშაა დატანებული. ნიშების თავზე ამჟამად ამოშენებულია სამალავები. ეკლესიის გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. გრძივ კედლებში გაჭრილი თაღოვანი კარ-სარკმელი ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულადაა განლაგებული. ჩრდილოეთი კარი დღეს ამოშენებულია. შესასვლელი და სარკმელი მოთავსებულია დასავლეთ კედელშიც. კამარის თაღის შემორჩენილი ქუსლები კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესიას დასავლეთიდან მინაშენი აქვს. მინაშენში შესასვლელი დატანებულია დასავლეთ კედელში. კარის მარცხნივ მოწყობილია ბუხარი. ბუხრის გარე კედლები განგრეულია. შემორჩენილია საკვამური. მინაშენის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშა და თითო სარკმელია განლაგებული. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია თაროს ფორმის კარნიზის ფრაგმენტი. კედლებზე ნალესობის კვალია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10229