ვარსკვლავის დაბადება (2018 წლის ფილმი)

2018 წლის ბრედლი კუპერის ფილმი
(გადამისამართდა გვერდიდან ვარსკვლავი დაიბადა (2018 წლის ფილმი))

„ვარსკვლავის დაბადება“ (ინგლ. A Star Is Born) — 2018 წლის ამერიკული რომანტიკული დრამა-მიუზიკლი, რომლის რეჟისორია ბრედლი კუპერი. გადაღებულია უილ ფეტერის, კუპერის და ერიკ როთის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით. ამავე სახელწოდების 1937 წლის ფილმის რიმეიკი. მონაწილეობენ კუპერი, ლედი გაგა, სემ ელიოტი, ენდრიუ დაის კლეი და დეივ ჩაპმელი. ფილმში ნაჩვენებია ალკოჰოლიკი მუსიკოსის (კუპერი) და ახალზგახრდა მომღერლის (გაგა) სიყვარულის ისტორია. ეს არის რიგით მესამე რიმეიკი 1937 წელს გადაღებული მხატრული ფილმის (მონაწილეობენ ჯენეტ გეინორი და ფრედრიკ მარჩი), რომელიც შემდგომ 1954 წელს ადაპტირებული იქნა მიუზიკლად (მონაწილეობენ ჯუდი გარლანდი და ჯეიმზ მეისონი) და მისი მომდევნო 1976 წლის როკ მიუზიკლი (მონაწილეობენ ბარბრა სტრეიზანდი და კრის კრისტოფერსონი).

„ვარსკვლავის დაბადება“
ჟანრი მიუზიკლი
რომანტიკული დრამა
რეჟისორი ბრედლი კუპერი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება „ვარსკვლავი დაიბადა“
უილიამ ა. ველმანი
რობერტ კორსონი
დოროთი პარკერი
ალან კემპბელი
როლებში
ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი[2]
მონტაჟი ჯეი კესიდი[2]
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures[4]
გამოსვლის თარიღი
  • 31 აგვისტო, 2018 (2018-08-31) (ვენეცია)
  • 5 ოქტომბერი, 2018 (2018-10-05) (აშშ)
ხანგრძლივობა 135 წუთი[5]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 36–40 მილიონი აშშ დოლარი[6][7]
შემოსავალი 259.1 მილიონი აშშ დოლარი[8]

ახალი რიმეიკის გადაღების შესახებ ცნობილი გახდა 2011 წელს, რომელიც უნდა გადაეღო კლინტ ისტვუდს მთავარ როლზე კი განიხილებოდა ბიონსე. რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ფილმზე მუშაობა, ამ პერიოდის განმავლობაში მამაკაცის მთავარ როლზე განიხილებოდნენ კრისტიან ბეილი, ლეონარდო დიკაპრიო, უილ სმითი და ტომ კრუზი. 2016 წლის მარტში გახდა ცნობილი, რომ ფილმს გადაიღებდა ბრედლი კუპერი, რომელიც ასევე შეასრულებდა მთავარ როლს, იმავე წლის აგვისტოში ლედი გაგა ჩაერთო პროექტში. ფილმის გადაღებები დაიწყო 2017 წლის აპრილში კოაჩელას ფესტივალზე.

ფილმის პერმიერა შედგა რიგით 75-ე ვენეციის კინოფესტივალზე 2018 წლის 31 აგვისტოს, ხოლო კინოგაქირავებაში გამოვიდა Warner Bros.-ის მიერ იმავე წლის 5 ოქტომბერს. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 255 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს კუპერის, გაგას და ელიოტის სამსახიობო შესრულება. ასევე კუპერის სარეჟისორო დებიუტი, სცენარი, კინემატოგრაფია და მუსიკა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yang, Rachel. (14 სექტემბერი, 2018) 'A Star Is Born' Director Bradley Cooper Talks Jon Peters Allegations. Variety. ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 Perry, Spencer (17 აპრილი, 2017). „First Look at Lady Gaga in A Star is Born Remake“. ComingSoon.net. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. A Star Is Born trailer with Bradley Cooper and Lady Gaga. Film-news.co.uk (7 ივნისი, 2018). ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2018.
  4. Film releases. Variety Insight. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2018.
  5. A Star is Born. ციტირების თარიღი: 24 ივლისი, 2018.
  6. Kilday, Gregg. (22 აგვისტო, 2018) How 'A Star Is Born' Re-created the "Man's World" of Music, Coachella Concert Scenes. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2018.
  7. D'Alessandro, Anthony. (7 ოქტომბერი, 2018) 'Venom' Still Showing $80M Fangs; 'A Star Is Born' Hitting $42M+ High Note In Record October Weekend. Penske Business Media. ციტირების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2018.
  8. A Star Is Born (2018). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2018.
  კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.