ვარლამ თაყაიშვილი
ვარლამ სიმონის ძე თაყაიშვილი (დ. 1850, ლიხაური — გ. 1934) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ისტორიკოს ექვთიმე თაყაიშვილის უფროსი ძმა.
ვარლამ თაყაიშვილი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1850 |
დაბადების ადგილი | ლიხაური |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
წოდება | გენერალ-მაიორი |
1879 წელს სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია გიორგი კვინიტაძესთან ერთად. 1895 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის გენშტაბის სამხედრო მიმოსვლის უფროსი. 1903 წლიდან იყო ელიზავეტოპოლის გენერალ-გუბერნატორი. 1905 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება. ცხოვრობდა პეტერბურგში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ეროვნული არმიის რიგებში ჩადგა. ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ. გენერლები საქართველოდან, .გვ.59,194. — თბილისი, 2003
- შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ.IV, გვ.257 — თბილისი, 2003