ვარკაუსი
ვარკაუსი (ფინ. Varkaus) — ფინეთის სიდიდით 51-ე ქალაქი[2], ჩრდილოეთ სავონიის რეგიონში. ვარკაუსი დაფუძნდა ხე-ტყის მასალის გადამამუშავებელი ინდუსტრიის გარშემო. ქალაქში დღესაც მოქმედებს რამდენიმე ქარხანა.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ვარკაუსი Varkaus | |||
ვარკაუსის ხედი, ივლისი 2006 | |||
| |||
ქვეყანა | ფინეთი | ||
რეგიონი | ჩრდილოეთი სავონია | ||
მუნიციპალიტეტი | ვარკაუსის რაიონი | ||
კოორდინატები | fi 62°18′50″ ჩ. გ. 027°53′35″ ა. გ. / 62.31389° ჩ. გ. 27.89306° ა. გ. | ||
ქალაქის მმართველი | ჰანნუ ტსუპარი [1] | ||
დაარსდა | 1929 | ||
ადრეული სახელები | Warkaus | ||
ფართობი | 524,48 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ფინური | ||
მოსახლეობა | 21,441 [2] კაცი (2017) | ||
სიმჭიდროვე | 55,96 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
ოფიციალური საიტი | varkaus.fi | ||
თანამედროვე მნიშვნელობით სიტყვა varkaus ქართულად ქურდობას ნიშნავს. ლეგენდის თანახმად სახელი მომდინარეობს ოლავილიინადან (ციხე-სიმაგრე სავოს რეგიონში) გაქცეული ქურდისგან, რომელმაც თავისი ნაძარცვი ვარკაუსის მიდამოებში დაფლა. თუმცა, უფრო მიღებული ვერსიის თანახმად ქალაქის სახელი ლოპური სიტყვა vyörkä-დან მოდის, რაც ქართულად საცავს ნიშნავს.
ისტორია
რედაქტირებავარკაუსის თანამედროვე ისტორია იწყება 1815 წლიდან, როდესაც გუსტავ ვერდემ დღევანდელი ცენტრის მიდამოებში დააფუძნა თუჯსადნობი ქარხანა. ქარხნის მუშებისთვის აშენდა რამდენიმე სახლი და კომერციული შენობა, თუმცა ამ დროისათვის არ არსებობდა არანაირი ქალაქის გეგმა. ვარკაუსის ქალაქად გარდაქმნის გეგმაზე მუშაობა მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. თუჯსადნობი ქარხანა A. Ahlström Osakeyhtiö-მ შეიძინა, და კომპანიის დირექტორმა ვალტერ ალსტრომმა დაიწყო ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა. წარმოების განვითარებასთან და მოსახლეობის მატებასთან ერთად ალსტრომმა დაიწყო ქალაქის გეგმაზე მუშაობა. A. Ahlström Osakeyhtiö-მ 1913 წელს შეუკვეთა ქალაქის პირველი გეგმა, რომელიც 1916 წელს იქნა დამტკიცებული. ქალაქის გეგმის შემდგომ ვერსიებზე მუშაობდნენ ისეთი ცნობილი არქიტექტორების როგორებიც არიან, ალვარ აალტო, კარლ ლუნდალი, ჩარლზ ლინდბერგი და ოლლი კივინენი.[3]
დემოგრაფია
რედაქტირებაადრეულ 2000-იან წლებში ხე-ტყის და ლითონის გადამუშავების ინდუსტრიის შემცირების შედეგად ვარკაუსის მოსახლეობის რაოდენობა წლიდან-წლამდე იკლებს. 2017 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 21 441-ს შეადგენს.[2] ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ფინურენოვანი ფინელია.
განათლება
რედაქტირებავარკაუსში განლაგებულია სავონიის გამოყენებითი უნივერსიტეტის ერთ-ერთი კამპუსი. ვარკაუსის კამპუსი სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს, ბიზნესის მართვაში, მექანიკურ ინჟინერიაში და ჯანდაცვაში, ფინურ და ინგლისურ ენებზე.[4]
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებავარკაუსის დაძმობილებული ქალაქები:[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Kaupungin Hallinto, Varkauden Kaupunti, http://www.varkaus.fi/tietoa_varkaudesta/hallinto_ja_talous/hallinto/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-29 დაარქივებული 2017-06-23 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Ennakkoväkiluku muuttujina Alue, Sukupuoli ja Kuukausi, Tilastokeskus, http://pxnet2.stat.fi/PXWeb/pxweb/fi/StatFin/StatFin__vrm__vamuu/005_vamuu_tau_101.px/table/tableViewLayout1/?rxid=37948153-a710-4c5b-b5f9-6ec746a05cdd. წაკითხვის თარიღი: 2017-04-29[მკვდარი ბმული]
- ↑ History of Varkaus, Visit Varkaus, http://www.visitvarkaus.fi/en/tervetuloa/historiaa/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-29 დაარქივებული 2018-11-01 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Degree Programmes, Savonia University of Applied Sciences, http://portal.savonia.fi/amk/en/applying/bachelors-degree-programmes. წაკითხვის თარიღი: 2017-04-29
- ↑ Ystävyyskaupungit, Twin Cities of Varkaus. Varkauden Kaupunki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-02. ციტირების თარიღი: 2017-04-29.