ვარდისუბნის ყველაწმინდის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის სამხრეთით, 0,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი შუა ს
ვარდისუბნის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის სამხრეთით, 0,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, გეგმით კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედი (4,55 x 4,3 მ) ნაგებია რიყის ქვით კირის ხსნარზე. დაზიანებულია. აღმოსავლეთ და დასავლეთი კედლები დაახლლოებით 3 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი, ხოლო დანარჩენი ორი — 1,5-2 მ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთითაა. კარს გადახურვა და გარეთა გვერდები მონგრეული აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ოდნავ ფართო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით მოწყობილია თითო, ოთხკუთხა ნიშა. ერთი მცირე ზომის. სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 215.