ვარდისუბნის სამების ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვარდისუბნის სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული შ

ვარდისუბნის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვარდისუბნის სასაფლაოზე. სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვითა და კირის დუღავით. მოგვიანებით, შესაკეთებლად გამოუყენებიათ აგური. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია და შიგნიდან საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული.

ეკლესიის იატაკი, მიწის დონესთან შედარებით, დაახლოებით 0,5 მეტრით დაბლაა, რის გამოც, შიგნით, კარის წინ, საფეხურია მოწყობილი. შიდა სივრცე შემაღლებული პროპორციებითაა გადაწყვეტილი, ოდნავ ნალისებრი ფორმის აფსიდით, რომელშიც ერთი, თაღოვანი სარკმელი და ორი, მცირე ზომის, ოთკუთხა ნიშაა, სარკმლის აქეთ-იქით. აფსიდის დასავლეთ ნახევრის იატაკი დარბაზის იატაკის დონეზეა, აღმოსავლეთ ნახევრისა კი საფეხურითაა შემაღლებული. ამ ნაწილშია მოთავსებული ნახევარწრიული ტრაპეზი, რომელიც სარკმლის ქვემოთ, კედელზეა მიდგმული. თვით ტრაპეზი სწორკუთხა, დგას ოციოდე სანტიმეტრის სიმაღლის ბაზაზე. აფსიდი გადახურულია კონქით, დარბაზი კი ცილინდრული კამარით. შიგნით ეკლესია შელესილია. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა.

ლიტერატურა

რედაქტირება