ვარდისუბნის მეოთხე ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის სამხრეთ-დასავლეთით, მინდორში. თარიღდება გვი

ვარდისუბნის მეოთხე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის სამხრეთ-დასავლეთით, მინდორში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დაბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით. ჩაშლილია სახურავის საფარი, ლავგარდანი, გარეთა კუთხეები და კედლების საპირე წყობის დიდი ნაწილი.

შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო მცირე, ოთკუთხა ნიშაა, ქვემოთ კი, კედელზე, კუბისებრი ფორმის ტრაპეზია მიდგმული. დარბაზი გეგმით კვადრატულია. გადახურულია ქარგილზე სხმული კამარით.

ლიტერატურა

რედაქტირება