ვარდისუბნის მემორიალი

ვარდისუბნის მემორიალი „მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად“ — ისტორიული ძეგლი მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის შესასვლელთან. აგებულია 1980-1985 წლებში. კომპლექსის ცენტრში აგებულია ობელისკი (სიმაღლე 10 მეტრი) წარწერით: „1941-1945“. აქვეა სამამულო ომის ორდენის გამოსახულება. ობელისკის მარცხნივ ამოკვეთილია ილია ჭავჭავაძის და გიორგი ლეონიძის პატრიოტული სტრიქონები. აქ არის მარმარილოს 11 დაფა, სადაც ამოტვირფულია 270 მებრძოლის გვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება