ვარდისუბნის ეკლესიების კომპლექსი
ვარდისუბნის ეკლესიების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის ჩრდილოეთ ნაწილში, ყარაულაანთ უბანში. კომპლექსი შედგება ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარი ორი, სხვადასხვა ზომის დარბაზული ეკლესიისაგან. მათგან ჩრდილოეთით მდებარე, რომელიც ზომით მეორე ეკლესიაზე თითქმის მანჯერ უფრო მცირეა, ღვთისმშობლის სახელობისაა: მეორე კი სვეტიცხოვლის სახელზეა აგებული.
ღვთისმშობლის ეკლესია
რედაქტირებაღვთისმშობლის ეკლესია, განეკუთვნება გვიანდ. შეა საუკუნეებს. 2011 წელს გარემონტდა სოფლის მაცხოვრებლის ზ. ჩიკვაიძის თაოსნობითა და სახსრებით, რის შედეგადაც ეკლესიას მნიშვნელოვნად შეეცვალა თავდაპირველი სახე. შენობა გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით. წყობა ქაოსურია. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ კარი კედლის ღერძიდან ოდნავ სამხრეთითაა გადაადგილებული. ამჟამად კარის ღიობი გარედან განახლებულია, სამხრეთისა კი ამოშენებულია ისე, რომ კარის თაღის არეში სარკმელია მოწყობილი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გაჩრილია დაბალი, ცენტრიდან ოდნავ ჩრდილოეთით გადაადგილებული, ოთკუთხა სარკმელი. სარკმლის ქვემოთ დგას კედელზე მიყრდნობილი, ოთხწახნაგა, ზემოთკენ გაგანიერებული ტრაპეზი. აფსიდი კონქითაა გადახურული. კონქის თაღი ოდნავ შეისრულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც. გრძივ კედლებში, აფსიდის მხრებთან ახლოს, თითო მცირე, ოთკუთხა ნიშაა. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. გარედან კედლების მნიშვნელოვანი ნაწილები აღდგენილია. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის თაღი ჩასმულია აგურის წყობით გამოყვანილ, კედლის სიბრტყეში საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში. ლავგარდანი ახალია ტლანქი. იგი ორსაფეხურიანია, ნაწყობია კვადრატული აგურით. ორივე საფეხური აგურის, თითო რიგითაა გამოყვანილი. ქვედა საფეხურში აგურები კუთხითაა შვერილი, ზედაში კი ჩვეულებრივადაა დაწყობილი. ეკლესია დარბაზულია ღარისებრი კრამიტით.
სვეტიცხოვლის ეკლესია
რედაქტირებასვეტიცხოვლის ეკლესია, განეკუთვნება XIX საუკუნეს. ძირითადად ნაგების აგურით. კედლების წყობაში, ალაგ-ალაგ, რიყის ქვის თარაზული შრეების ჩართვით. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია შვერილი, ძირითადი კორპუსისგან განიერი მხრებით გამოყოფილი საკურთხევლით, რომელიც შიგნიდან ნახევარწრიულია, გარედან კი ხუთწახნაგა დასავლეთიდან ეკლესიას ეკვროდა თანადროული სამრეკლო, რომელიც მთლიანად დანგრეულია. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი პარალელურწირთხლებიანია და თარაზულადაა გადახურული. ინტერიერი განათებულია ცხრა ფართო, მაღალი, შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმლით. მათგან ორი აღმოსავლეთითაა, აფსიდში, სამი სამხრეთით, ერთი განიერი, თაღოვანი ღიობი, დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია. იგი ეკლესიის დარბაზს სამრეკლოს II სართულთან აკავშირებდა.
საკურთხეველში ორი, სხვადასხვა ზომის, თაღოვანი ნიშაა. ორივე აფსიდის ჩრდილოეთ გვერდშია. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ შემაღლებულია ერთი საფეხურით. იგი აფსიდის მხრების ხაზიდან, რამდენადმე, დარბაზის სიღმეშია წამოწეული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. ამბიონი და საკურთხევლის ბაქნის კიდე ბაზალტის სუფთად დამუშავებული ქვითაა ნაწყობი. საკურთხეველისა და ეკლესიის იატაკი კი კვადრატული აგურით.
დარბაზის შიდა სივრცე გრძივ კედლებზე გამოყოფილია სამ-სამი, მძლავრი პილასტრით და მათზე გადაყვანილი, შეისრული ფორმის, საბჯენი თაღებით ოთხ თანაბარ ნაწილად იყოფა. პლასტების გვერდებზე, თითოეული ნაწილის ფარგლებში, კედელი საფეხურით ღრმავდება, რომელიც ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. 1930-იანი წლებიდან 1970 წლამდე ეკლესია სოფლის კოლმეურნეობის საწყობად გამოიყენებოდა. ამ პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა და მნიშვნელოვანი გადაკეთებები განიცადა. ეკლესიის დარბაზის დასავლეთ ნახევარში მოაწყვეს ხის ანტრესოლი, რომელზეც ადის ხისავე კიბე. დასავლეთ კედლის შუაში მოწყობილია ანტრესოლიდან გარეთ გასასვლელი კარი, მის გვერდებზე კი თითო, განიერი და მაღალი, სწორკუთხა სარკმელი. გარედან, სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე, მიუშენებათ ფარდული, რომლის გადახურვის ძელების დასაყრდნობად, ეკლესიის კედელი, რამდენიმე ადგილას, გამოუნგრევიათ. როგორც ჩანს, ამ ხანეშია დანგრეული დამრეკლოც. შიგნით დარბაზი გადახურულია აგურით ნაწყობი, შეისრული კამარით.
ეკლესიის გარე იერი ბევრად უფრო დამახასიათებელია, ვიდრე მისი შინაგანი სტრუქტურა. გრძივი ფასადები რუსტებად დამუშავებული, ხუთ-ხუთი პილასტრით, დანაწევრებულია თანაბარი სიგანის, ოთხ-ოთხ არედ, რომლებსაც აგვირგვინებს ერთმანეთზე გადაბმული, ნახევარწრიული თაღებისგან შედენილი ფრიზი. თითოეული არის ცენტრში სამხრეთ ფასადის დასავლეთიდან მეორე არის გარდა, რომელშიც შესასვლელია მოთავსებული. ყოველი სარკმელი ჩასმულია კედლის სიბრტყეში შეღრმავებულ, ორი, ვიწრო ზოლისგან შედგენილ, თაღოვან ჩარჩოში, რომლესაც ძირი გახსნილი აქვს. ჩარჩოს გვერდებისა და სარკმლის ღიობის ქვემოთ, წყობის შეღრმავებით, გამოყვანილია ერთიმეორის ზემოთ განლაგებული, ორ-ორი სწორკუთხა არე, რომელთა შორის უფრო მაღალა ზოდებზე. ზემოთ, ყოველი სარკმლის ჩარჩოს თაღოვანი ნაწილის ქუსების დონეზე, ჩარჩოსა და პილასტრს შორის, ჩასმულია მაღალი, კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი, სამსაფეხურიანი იმპოსტებ, რომელთა ზედა საფეხურის ნაწილი პილასტრის არეში, რუსტევს შორისაა შეჭრილი და რუსტებთან ერთ სიბრტყეშია. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, გამოსახულია მაღალი, კედლის სიღრმეში შეღრმავებული, წითლად შეღებილი ჯვარი. იგი ზემოდან შემოფარგლულია შეღმავებულივე, ვიწრო ზოლით, რომელიც ესევე იმპოსტებზეა დაყრდნობილი. საკურთხევლის შვერილის წიბოებს და დასავლეთ ფასადის კედეებს რუსტებით დამუშავებული თითო პელასტრი ასდევა, რომლებიც ზემოთ, ერთმანეთზე გადაბმული თაღებით შედგენილი ზოლითაა დაკავშირებული. წახნაგებში, ერთმანეთის მონაცვლეობით, ცრუ და ნამდვილი სარკმელებია განთავსებული. როგორც ნამდვილი, ისე ცრუ სარკმლების ქვემოთ, მოწყობილია ორ-ორი, დანარჩენი სარკმლების ქვემოთ განლაგებული შეღრმავებების ანალოგიური შეღრმავება.
ეკლესიის დასავლეთ ფასადს თავდაპირველი სახე ძლიერ აქვს შეცვლილი. ფასადზე, სამრეკლოს კორპუსის გვერდებზეა, მიწიდან დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე. შემორჩენილია კედლის სიბრტყეში შეღმავებული ჯვრის საფეხუროვანი პოსტამენტი და ქვედა მკლავის მცირე ნაწილი. შემორჩენილია აგრეთვე შესასვლელის თავზე არსებული ტომპანის ნაწილიც. სამრეკლო, როგორც ეს ეკლესიის დასავლეთ ფასადზეა შემორჩენილი ნაშთებიდან ორკვევა, სამსართულიანი ყოფილა. ეკლესიის ფასადები დასრულებულია ოთხსაფეხურიანი ლავფარდნით, რომელსაც დასავლეთ ფასადზე, ქვემოთ, გასდევს ერთმანეთზე გადაბმული, ნახევარწრიული ელემენტებით შედგენილი ზოლი. შენობა გადახურულია ღარიანი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 205-206-207.