ვარაზისხევის ქუჩა

ვარაზისხევის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ვაკისა და მთაწმინდის რაიონების საზღვარზე (ვაკე, ვერე); გმირთა მოედნიდან ილია ჭავჭავაძის გამზირამდე. წარმოიქმნა 1957 წელს ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების (1948 წლიდან) შედეგად. 1884 წლის გეგმაზე ეს ხევი ვარდისხევის სახელითაა დატანილი. XX საუკუნის დასაწყისში ახლანდელ პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და ილია ჭავჭავაძის გამზირს ხევზე გადებული ხიდი აკავშირებდა. აქ გადიოდა წყნეთისკენ მიმავალი გზა. ამ მოკირწყლულ განივ ქუჩას, რომლის სიგრძეა 500 მეტრამდე, ხოლო სიგანე 30 მეტრია, აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია — აკავშირებს ვაკესა და საბურთალოს. ქუჩას ცალ მხარეს, მთელ სიგრძეზე, გასდევს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ბაღი (დენდროპარკი), რომელსაც კიბით უკავშირდება, ასევე ზოოპარკი, ხოლო მეორე მხარეს — ფიქრის გორაზე გაშენებული სახლები.

ვარაზისხევის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ვაკის რაიონი, მთაწმინდის რაიონი
უბანი ვაკე, ვერე

ლიტერატურა

რედაქტირება