ვაჟა ოთარაშვილი
ვაჟა ოთარაშვილი (დ. 7 ნოემბერი, 1955, კასპი) — ქართველი ინჟინერი, პოეტი, მეცნიერი და პოლიტიკოსი.
ვაჟა ოთარაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ნოემბერი, 1955 |
დაბადების ადგილი | კასპი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (2012-2024) |
ბიოგრაფია
რედაქტირება1976 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1985 წელს დაამთავრა ასპირანტურა.
1977-1980 წლებში იყო საქკვებმრეწვის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის უფროსი ინჟინერი. 1989-1992 წლებში იყო გამომცემლობა „გულანის“ დირექტორი. ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის ავტორი ლექსების კრებულებისა: „ხილვადობა“ (1986), „თოვლისფერი ღამეები“ (1989), „გველის წელიწადი“ (1990), „ჩემი გულუბრყვილო ლანდი“ (1991), „ცრემლები ქარში“ (1999), „ხეკორძულელის აღსარება“ (2001), „ცის სარკმელები“ (2003), „მწუხარე ბედნიერება“ (2006), „XXI“ (2008). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (კასპის მაჟორიტარი). 2020-2021 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: პატრიოტთა ალიანსი“, საარჩევნო ფორმა: პროპორციული წესით.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- მწერალთა ასოციაცია „გულანი“, ვიცე–პრეზიდენტი (1989-1992)
- საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
- საქართველოს მე–3 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომისია, მდივანი (1992-1995)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (1992-)
- (1996-1998) საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის უფროსი.
- (2004-2014) საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
- (2004-2010) მწერალთა კავშირის გამომცემლობა „ეროვნული მწერლობის“ დირექტორი
- (2006-2011) ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
- (2020-2021) თბილისის საკრებულოს წევრი.
- (2012-2024) პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2004 — გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- 2000 — საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
- 1991 — ასოციაცია „გულანის“ პრემია
- 1987 — ალმა–ატის პოეზიის ფესტივალის პრემია
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჩემი გულუბრყვილო ლანდი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, გულანი (სტ. N1), 1992. - 160გვ.
- გველის წელიწადი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1990. - 67გვ.
- თოვლისფერი ღამეები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 121გვ.