ვაჟა კიკნაძე

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი.

ვაჟა კიკნაძე (დ. 27 აგვისტო, 1952, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1976-2006 წლებში — ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი: ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1990-2006 წლებში — გორის ეკონომიკური ინსტიტუტის პროფესორი. 2006-2012 წლებში — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2006-2011 წლებში — სსიპ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2011-2018 წლებში — სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2018 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის ავტორი მონოგრაფიებისა: „საქართველო XIV საუკუნეში“ (1989). „ალექსანდრე ამილახვარი – ბრძენი აღმოსავლეთისა“ (1997). „ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა“ (2003), ასევე არის ავტორი სტატიისა "ლათინური წყარო XIV ს. საქართველოს ისტორიის შესახებ" (1983). მიღებული აქვს გამომცემლობა „ლომისი“-ს პრემია (1998). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა XIV საუკუნის I ნახევარში“, დაიცვა 1986 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — "ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა მე–19 საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწეების შეოქმედებაში", დაიცვა 2006 წელს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1998 — გამომცემლობა „ლომისი“-ს პრემია

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა XIX ს. ქართველი სასულიერო მოღვაწეების შემოქმედებაში : ეპისკოპოსები: გაბრიელ ქიქოძე, კირიონ საძაგლიშვილი, პეტრე კონჭოშვილი, ღვთისმეტყველების კანდიდატი მიხეილ საბინინი, თბილისი, უნივერსალი, 2009. გვ. 354 ISBN 9789941126758
  • ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა, თბილისი, მემატიანე, 2003, გვ. 213
  • საქართველო XIV საუკუნეში, თბილისი, მეცნიერება, 1989, გვ. 180

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. გვ. 417

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება