ვანო მელიაშვილი
ვანო მელიაშვილი (დ. 1896, თიანეთი ― გ. 1988, თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი, XX საუკუნის თვითნასწავლი მხატვარი. დაიბადა თიანეთში. ცხოვრების ბოლო 25 წელი საბავშვო ბაღის დარაჯად მუშაობდა. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ბავშვთა სამხატვრო გალერეაში მოუწყვეს პირველი გამოფენა, რომელსაც ხელოვნების კრიტიკოსთა და დამთვალიერებელთა გამოხმაურებაც მოჰყვა.
ვანო მელიაშვილი | |
---|---|
სრული სახელი | ვანო მელიაშვილი |
დაიბადა | 1896 |
დაბადების ადგილი | თიანეთი, საქართველო |
გარდაიცვალა | 1988 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მომზადება | თვითნასწავლი |
მიმდინარეობა | პრიმიტივიზმი |
„ვანო მელიაშვილის მანერა იმაზე მეტყველებს, რომ მას დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწყებული ხატვა. იგი ხატავდა ზეთის საღებავებით ტილოზე, ან ფანქრებით ქაღალდზე და მისი პერსონაჟები ბუნებით, ფოტოებით და ასევე, მისი წარმოსახვით იყვნენ შთაგონებულნი. მელიაშვილი იმავე გარემოში ჩამოყალიბდა, სადაც ფიროსმანი და როგორც ეს უკანასკნელი, თავის თავს, ქართული ეროვნული ხელოვნების ნაწილად მოიაზრებდა. მელიაშვილი იცნობდა ქართულ მოზაიკას და მის ტექნიკას, რაზეც მისი ნამუშევრები „თამარ მეფის პორტრეტი“ და „ვაჟა-ფშაველა და მისი ოჯახი“ მეტყველებენ. ხოლო მისი სცენები ფალიაშვილის ოპერიდან ქართული მინიატიურული ხელოვნების კარგ ცოდნაზე მეტყველებს“. [1]
ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის ორგანიზებით ვანო მელიაშვილის ნამუშევრების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2000 წლის 12–28 მაისს გაიმართა.[2]
2015 წლის 9 იანვარს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „FACES“ — „სახეები“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული, სხვადასხვა მასალაში შესრულებული პორტრეტების ნიმუშები. გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული პორტრეტების ავტორები — გრიგორიანცი, მარადაშვილი, მელიაშვილი, ზარაფიშვილის ნამუშევრები შეტანილია მსოფლიო ნაივი მხატვრების ენციკლოპედიაში.[3]
„Prime time, 5 აპრილი, 2010 — ნიკა თოფურიძე“
| |
(
მე და ჩუბჩიკამ 87 ნამუშევრის შეგროვება შევძელით და ბავშვთა გალერეაში გამოფენა გავუკეთეთ. ეს მისი პირველი გამოფენა იყო. მივიყვანეთ. როცა ნახატებს შეხედა, ატირდა. ამდენი ხალხი რისთვის მოსულაო, უკვირდა. მერე თქვა: - კაცო, ეს სურატები გასალამაზებელიაო. მერეც იყო გამოფენები. იმ წელს, სანამ გარდაიცვლებოდა, ავსტრიაში გამოიფინა. იყო ასეთი კაცი - ბაუზბეკი. ხელოვნების დიდი მოყვარული. ბევრი ქართველი მხატვრის ნამუშევარი შეიძინა, მელიაშვილითაც დაინტერესდა და თენგიზ მირზაშვილს შესთავაზა, ვენაში ჩვენება მოვაწყოთო. ვენაში თენგიზი, ზურაბ ნიჟარაძე და ედმუნდ კალანდაძე გაემგზავრნენ. გამოფენის შემდეგ ვანოს რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა. ამის შემდეგ საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებშიც შეიძინეს მისი ნამუშევრები, საკმაოდ ცნობილმა ადამიანებმა, ფრანგმა და ამერიკელმა კინომსახიობებმა...[4])
|
2000 წელს დავით ჯანელიძის რეჟისორობით კინოკომპანია „შვიდკაცამ“ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ვანო მელიაშვილი“, რომელიც მოგვითხრობს XX საუკუნის თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედაბაზე.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნაწყვეტი „მსოფლიო ნაივი მხატვრობის ენციკლოპედიიდან“
- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია
- ↑ გამოფენა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში
- ↑ Prime time, ვანო მელიაშვილი — მეორე ფიროსმანი
- ↑ ვანო მელიაშვილი (2000)[მკვდარი ბმული]