ივანე გურგენიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ვანო გურგენიძე)

ივანე (ვანო) გრიგოლის ძე გურგენიძე (დ. 22 ნოემბერი, 1941, ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი — გ. 14 ივნისი, 2012) — ქართველი გენერალ-ლეიტენანტი (1993 ), საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992–2000 ).

სამხედრო განათლება მიიღო ომსკსა და მინსკში. 1963 წლიდან მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში ბელორუსიის სამხედრო ოლქში, ტაჯიკეთსა და ბაქოში. 1978–1991 წლებში მსახურობდა თბილისში, ჰაერსაწინააღმდეგო ძალებში. იყო სარაკეტო-საარტილერიო კორპუსის სამსახურის უფროსი, შემდეგ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მე-19 ცალკეული არმიის სარდლის მოადგილე (პოლკოვნიკის წოდებით). 1992 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ შეიარაღების დარგში. იმავე წლის 15 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის, 1993 წლის 15 თებერვალს კი — გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 2000 წელს თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორი ორდენით, საბჭოთა კავშირის რამდენიმე ორდენითა და მედლით.

ლიტერატურა

რედაქტირება