ვანესა მეი (ინგლ. Vanessa-Mae Vanakorn Nicholson; ჩინ.: 陳美, Chén Měi; დ. 27 ოქტომბერი, 1978) — ბრიტანელი ვირტუოზი მევიოლინე და კომპოზიტორი, რომელიც ძირითადად ცნობილია ვიოლინოს ტექნო-აკუსტიკური შერწყმით, კლასიკური მუსიკის შესრულებით. მისმა ალბომების გაყიდვების მაჩვენებელმა რამდენიმე მილიონს მიაღწია, რამაც ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ არტისტად აქცია დიდ ბრიტანეთში 2006 წელს. ის ვანესა ვანაკორნის (მამის გვარი) სახელით მონაწილეობას იღებდა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში ტაილანდის სახელით. საბოლოოდ ის დისკვალიფიცირებული იქნა, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ლიცენზიის მინიჭებისას შესაძლოა სახეზე ყოფილიყო კორუფციის ელემენტები, თუმცა, მოგვიანებით სპორტის არბიტრაჟის სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა მისი დანაშაულის დასამტკიცებლად საქმეში არასაკმარისი სამხილის (რითაც დამტკიცდებოდა რაიმე მანიპულაციები) არსებობის გამო.

ვანესა მეი

ვანესა მეი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვანესა მეი ვანაკორნი
დაბ. თარიღი 27 ოქტომბერი, 1978
დაბ. ადგილი სინგაპური[1]
წარმოშობა სინგაპური
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო
აქტიური 1990-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sony Classical/SME Records
Virgin/EMI Records
EMI Classics
საიტი vanessa-mae.com
ვანესა მეი ვიკისაწყობში

ვანესა მეი დაიბადა 1978 წლის 27 ოქტომბერს სინგაპურში, მამამისის — ტაილანდური წარმოშობის და დედამისის — ეროვნებით სინგაპურელი ოჯახში. ვანესა მეი 4 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, დედამისი ცოლად გაჰყვა ბრიტანელ ადვოკატს გრემ ნიკოლსონს და ოჯახი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.

ვანესა ქალაქ ლონდონში გაიზარდა, აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლიდან დაიწყო, ხოლო ვიოლინოზე 5 წლიდან უკრავს.[2] 8 წლიდან ლონდონში ესწრებოდა ფრენსის ჰოლანდის სკოლას, 11 წლისას ჩააბარა სამეფო მუსიკის კოლეჯში. 2006 წელს პირველად მოინახულა შვეიცარიის კურორტი ცერმატი. შემდეგ წლებში იგი რეგულარულად სტუმრობდა ამ ადგილს, ხოლო 2009 წელს ცერმატში სახლი იყიდა.[3] 2011 წელს იმყოფებოდა ჩეჩნეთში, სადაც აღინიშნებოდა რამზან კადიროვის დაბადების დღე. მეიმ შეასრულა წელიწადის დრონის ერთ-ერთი ნაწყვეტი,[4] რისთვისაც გავრცელებული ინფორმაციით გადაეცა 500,000 დოლარი.[5] ვანესა მეი იყო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე თხილამურებით რბოლაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #134954289 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Contemporary Musicians: Vanessa-Mae. enotes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  3. Anthon, Kaye. (29 July 2010) Ski statt Geige German. Blick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 14 October 2011.
  4. Malpas, Anna. (7 October 2011) In the Spotlight. The Moscow Times. ციტირების თარიღი: 26 October 26 2011.
  5. „Hollywood stars fly in on Chechen leader's birthday“. BBC. 7 October 2011. ციტირების თარიღი: 14 October 2011.