ვანდა ვასკეს გარსედი
ვანდა ვასკეს გარსედი (ესპ. Wanda Vázquez Garced; დ. 9 ივლისი, 1960, სან-ხუანი, პუერტო-რიკო) — პუერტო-რიკოელი ადვოკატი და სახელმწიფო მოღვაწე, პუერტო-რიკოს მე-14 გუბერნატორი 2019 წლის 7 აგვისტოდან[1][2]. გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე 2017 წლის 2 იანვრიდან 2019 წლის 7 აგვისტომდე იყო იუსტიციის მინისტრი.
ვანდა ვასკეს გარსედი Wanda Vázquez Garced | |
პუერტო-რიკოს მე-14 გუბერნატორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 9 აგვისტო, 2019 |
პრეზიდენტი | დონალდ ტრამპი |
წინამორბედი | პედრო პერლუისი |
პუერტო-რიკოს იუსტიციის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 იანვარი, 2017 – 7 აგვისტო, 2019 | |
წინამორბედი | სესარ მირანდა |
მემკვიდრე | დენისე ლონგო |
დაბადებული | 9 ივლისი, 1960 სან-ხუანი, პუერტო-რიკო |
პოლიტიკური პარტია | ახალი პროგრესული პარტია |
მეუღლე | ხორხე დიას რევერონე |
შვილები | 2 |
განათლება | პუერტო-რიკოს უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავანდა ვასკეს გარსედი დაიბადა 1960 წლის 9 ივლისს პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში. დაწყებითი განათლება მიიღო რამონ მარინისა და მარგარიტა იანერის გუაინაიბოს დაწყებით სკოლაში. ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა სამართლით. ერთ-ერთ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ მამასთან ერთად უყურებდა ისეთ სერიალებს როგორიცაა, პოლიციური დრამა ჰავაი 5-O. სწორედ ამ სერიალმა შთააგონა, რომ ამ მიმართულებით წასულიყო. ვასკესი სწავლობდა პუერტო-რიკოს უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი. ამის შემდეგ მან იურიდიული მეცნიერებების დოქტორის ხარისხი მიიღო პუერტო-რიკოს საერთოამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე[3].
კარიერა
რედაქტირება1980-იანი წლების განმავლობაში მუშაობდა პუერტო-რიკოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დეპარტამენტში. შემდეგ 20 წლის განმავლობაში მუშაობდა პუერტო-რიკოს იუსტიციის დეპარტამენტში საოლქო პროკურორად და ძირითადად განიხილავდა ოჯახურ და სექსუალურ ძალადობებს. იგი ასევე მუშაობდა ბაიამონის პროკურატურის კრიმინალურ განყოფილებაში.
2010 წელს ვასკესი ივონ ფელისიანოსთან ერთად დანიშნეს კუნძულის ქალთა უფლებების ოფისის ხელმძღვანელად[4]. 2016 წლის 30 ნოემბერს პუერტო-რიკოს გუბერნატორად აირჩიეს რიკარდო როსელო, რომელმაც ვანდა ვასკესი დანიშნა იუსტიციის მინისტრად. მისი კანდიდატურა დაამტკიცეს და მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2017 წლის 18 იანვარს[5].
პუერტო-რიკოს გუბერნატორი
რედაქტირებათავდაპირველად ითვლებოდა[6], რომ ვასკეს გარსედი გუბერნატორი გახდებოდა რიკარდო როსელოს გადადგომის შემდეგ 2019 წლის 2 აგვისტოს[7][8]. იგი შეხვდა ოპოზიციას, მაგრამ კრიტიკოსებმა მოითხოვეს მისი გადადგომა კორუფციაში დადანაშაულებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არასათანადო ბრძოლის გამო. მისი გუბერნატორობის საწინააღმდეგოდ გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია „Somos Más“ (ესპანურიდან ითარგმნება, როგორც „უფრო ბევრნი ვართ“). სწორედ ამ სიტყვებს სკანდირებდნენ მომიტინგეები. გარსედმა ტვიტერზე განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული იმით, რომ გუბერნატორი გახდეს და რომ იგი ამ თანამდებობას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონსტიტუცია[9].
31 ივლისს როსელომ გამოაცხადა, რომ ახალ გუბერნატორად ნიშნავდა პედრო პერლუისის, ახალ სახელმწიფო მდივანს. სახელმწიფო მდივანმა სამართალმემკვიდრეობაში შეცვალა იუსტიციის მინისტრი[10]. პუერტო-რიკოს პარლამენტმა 1 აგვისტოს პერლუისის კანდიდატურა არ დაამტკიცა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე[11]. თუმცა 2 აგვისტოს როსელიოს გადადგომის შემდეგ გუბერნატორი გახდა პერლუისი და არა ვასკეს გარსედი. სენატმა იგი არ დაამტკიცა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი გუბერნატორობა[12].
2019 წლის 7 აგვისტოს პუერტო-რიკოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პედრო პერლუისიმ არაკონსტიტუციურად მიიღო თანამდებობა და გადააყენა თანამდებობიდან. ამგვარად ვასკეს გარსედი გახდა კუნძულის ისტორიაში მეორე ქალი გუბერნატორი.[13][14].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wanda Vázquez era la siguiente opción para gobernadora de Puerto Rico, pero no quiere el puesto es (2019-07-28). ციტირების თარიღი: 2019-07-29
- ↑ News, NYT National. (2019-07-29) Wanda Vázquez, the Puerto Rico justice secretary and next in line to succeed Gov. Ricardo A. Rosselló, clarified on Monday: She will become governor if she has to. But she would rather not.https://nyti.ms/2SOeC6C en. ციტირების თარიღი: 2019-07-29
- ↑ Cruz, Johanexis. (March 2, 2017) Entrevista a la Lcda. Wanda Vázquez Garced, Secretaria de Justicia. LinkedIn.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Wanda Vázquez Garced“. El Nuevo Día (ესპანური). December 1, 2016.
- ↑ „Confirman a Wanda Vázquez como Secretaria de Justicia“. Telemundo. January 18, 2017.
- ↑ В Пуэрто-Рико сменился очередной губернатор АВГУСТ 8, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-10. ციტირების თარიღი: 2020-02-09.
- ↑ Del Real, Jose A.; Robles, Frances (July 24, 2019). „Who Is Wanda Vázquez, Who Is in Line to Become Puerto Rico's Next Governor?“. New York Times. ციტირების თარიღი: July 25, 2019.
- ↑ Puerto Rico Governor's Resignation Shakes Bankrupt Commonwealth (July 24, 2019). ციტირების თარიღი: July 25, 2019
- ↑ CNN, Amir Vera and Leyla Santiago. The woman who was next in line to be Puerto Rico's governor doesn't want the job. ციტირების თარიღი: 2019-07-29
- ↑ Puerto Rico Gov. Ricardo Rosselló wants Pedro Pierluisi to succeed him.
- ↑ Coto, Dánica. Puerto Rico Still Unsure Who'll Be Governor Within Hours.
- ↑ „Puerto Rico gets new governor after text scandal“. BBC News. August 3, 2019 – წარმოდგენილია www.bbc.com-ის მიერ.
- ↑ Mazzei, Patricia; Robles, Frances (2019-08-07). „Puerto Rico Supreme Court Rules New Governor Was Unlawfully Sworn In“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-08-07.
- ↑ Portal de la Rama Judicial de Puerto Rico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-07. ციტირების თარიღი: 2019-08-07