ვამპირის დღიურების პერსონაჟები

ვამპირის დღიურების პერსონაჟები — ამერიკული სატელევიზიო სერიალის ვამპირის დღიურების პერსონაჟების სია. სერიალი ეყრდნობა ლიზა ჯეიმზ სმითის მიერ დაწერილ ამავე სათაურის მქონე წიგნებს. წიგნებს ტელევიზიისთვის ადაპტაცია გაუკეთეს კევინ უილიამსონმა და ჯული პლეკმა. სერიალის ძირითადი სიუჟეტური ხაზი სასიყვარულო სამკუთხედია, რომელიც იქმნება სერიალის მთავარი პროტაგონისტის ელენა გილბერტის (ნინა დობრევი) და ვამპირი ძმების სტეფან (პოლ უესლი) და დეიმონ სალვატორების (იენ სომერჰალდერი) გარშემო. ასევე სერიალში ნაჩვენებია ვირჯინიის შტატის გამოგონილი პატარა ქალაქის მისტიკ-ფოლსის ზებუნებრივი ისტორია, რომელთანაც ელენას მეგობრები და ახლობლები არიან დაკავშირებული.

ძირითადი შემადგენლობა რედაქტირება

მსახიობი პერსონაჟი სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8
ნინა დობრევი ელენა გილბერტი მუდმივი სპეციალური სტუმარი
ნინა დობრევი კეტრინ პირსი განმეორებადი მუდმივი განმეორებადი მუდმივი სპეციალური სტუმარი
პოლ უესლი სტეფან სალვატორე მუდმივი
იენ სომერჰოლდერი დეიმონ სალვატორე მუდმივი
სტივენ რ. მაკ-ქუინი ჯერემი გილბერტი მუდმივი სპეციალური სტუმარი
სარა კენინგი ჯენა სომერსი მუდმივი სტუმარი სტუმარი სტუმარი
კეტ გრაჰამი ბონი ბენეტი მუდმივი
კენდის აკოლა კეროლაინ ფორბსი მუდმივი
ზაკ როერიგი მეტ დონოვანი მუდმივი
კაილა ეველი ვიკი დონოვანი მუდმივი სტუმარი განმეორებადი სტუმარი სტუმარი
მაიკლ ტრევინო ტაილერ ლოკვუდი მუდმივი განმეორებადი სპეციალური სტუმარი
მეტ დეივისი ალარიკ ზალცმანი მუდმივი სტუმარი განმეორებადი მუდმივი
ჯოზეფ მორგანი კლაუს მაიკლსონი განმეორებადი მუდმივი სპეციალური სტუმარი სპეციალური სტუმარი
მაიკლ მალარკი ენზო სეინტ-ჯონი განმეორებადი მუდმივი

ელენა გილბერტი რედაქტირება

 
ნინა დობრევი, რომელიც ასრულებს ელენა გილბერტის და კეტრინ პირსის როლს

მთავარი სტატია: ელენა გილბერტი

კეტრინ პირსი რედაქტირება

კეტრინ პირსი (ინგლ. Katherine Pierce) — ერთ-ერთი მთავარი სერიალის ანტაგონისტებიდან. დაიბადა ბულგარეთში 1473 წლის 5 იანვარს (სერია 4X17), დაბადებისას მისი სახელი იყო კატერინა პეტროვა. დაბადების შემდეგ არაკანონიერი შვილი ინგლისში გააძევეს. იქ იგი შეხვდა ელაიჯას და კლაუსს, ორ პირველყოფილ ვამპირს. ვამპირ ტრევორის დახმარებით, რომელიც მასში იყო შეყვარებული, გაიქცა სოფლიდან, შემდეგ კი აიძულა როუზს საკუთარი თავი ვამპირად გადაექცია, რითიც საკუთარი თავი რიტუალისთვის უსარგებლო გახადა. კლაუსმა ეს რომ გაიგო, ფიცი დადო რომ იპოვდა კეტრინს და მოკლავდა, ამის გამო კეტრინმა ბოლო 500 წელი გარბოდა და იმალებოდა. ერთხელაც ის ჩავიდა მისტიკ-ფოლსში, სადაც ძმებს დეიმონ და სტეფან სალვატორს შეუყვარდათ. როდესაც მისტიკ-ფოლსში ვამპირები გამოააშკარავეს და დაწვეს, მან გაქცევა შეძლო.

სტეფან სალვატორე რედაქტირება

 
პოლ უესლი, რომელიც ასრულებს სტეფან სალვატორეს და საილასის როლს

მთავარი სტატია: სტეფან სალვატორე

დეიმონ სალვატორე რედაქტირება

 
იენ სომელჰოლდერი, რომელიც ასრულებს დეიმონ სალვატორეს როლს

დეიმონ ჯუზეპე სალვატორე (ინგლ. Damon Giuseppe Salvatore) — დაიბადა 1840 წელს მისტიკ-ფოლსში. მისი ძმასავით, შეყვარებული იყო კეტრინ პირსზე. შემდეგ შეუყვარდა ელენა გილბერტი, როდესაც ქალაქში დაბრუნდა. ესროლა საკუთარმა მამამ 1864 წელს, და რადგან იმ მომენტში მასში იყო კეტრინის სისხლი, ვამპირი გახდა. მისი გადაქცევა დასრულდა მას მერე, როცა სტეფანმა, რომელიც უკვე სრულყოფილი ვამპირი იყო, აიძულა დეიმონს მოეკლა ქალი და დაელია მისი სისხლი. დეიმონს, რომელიც თვლიდა რომ კეტრინი ცეცხლში მოკვდა, არ უნდოდა გადაქცევის დასრულება, ამიტომაც იგი გაბრაზდა ძმაზე და შეჰპირდა ტანჯვით ცხოვრებას. საუკუნე-ნახევრის მერე დეიმონი ბრუნდება მისტიკ-ფოლსში, რათა გაათავისუფლოს კეტრინი ადგილობრივი სარკოფაგიდან. ელენა გილბერტთან შეხვედრის მერე, რადგან მას სტეფანი ისევ სძულს, გადაწყვეტს ელენას და სტეფანის ურთიერთობა დაანგრიოს. მაგრამ როდესაც დეიმონი გაიგებს რომ კეტრინი არ იყო სარკოფაგში და მთელი ეს დრო თავისუფლად ცხოვრობდა, ის პოულობს თანაგრძნობას ელენაში და შემდეგ თანდათან უყვარდება იგი. ძმებს შორის ურთიერთობა მყარდება, და ცნობილი ხდება რომ დეიმონი, სინამდვილეში, ზრუნავს თავის ძმაზე. პირველ ხანებში დეიმონი ნაჩვენებია როგორც იმპულსური, პატარა წვრილმანების გამო მკვლელი პერსონაჟი, მაგრამ შემდეგ უფრო ადამიანური ხდება და უდანაშაულო ხალხის დახოცვას წყვეტს. მისტიკ-ფოლსის ზოგიერთ პერსონაჟთან მაგალითად: ალარიკ ზალცმანთან და შერიფ ფორბსთან, მოგვიანებით კი ბონი ბენეტთან ამყარებს მეგობრულ ურთიერთობებს.

ჯერემი გილბერტი რედაქტირება

 
სტივენ რ. მაკ-ქუინი, ჯერემი გილბერტის როლის შემსრულებელი

ჯერემი გილბერტი (ინგლ. Jeremy Gilbert) — ელენა გილბერტის უმცროსი ძმა. მაგრამ სერიალის მიმდინარეობისას ირკვევა რომ სინამდვილეში ჯერემი ელენას ბიოლოგიური ბიძაშვილია.(რადგან ელენას ბიოლოგიური მამა ჯონი არის ჯერემის ბიძა). პირველ სერიებში ჩანს როგორც მოზარდი რომელიც განიცდის მშობლების დაღუპვას და იღებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. შეყვარებული ვიკი დონოვანში, რომელიც ასევე ნარკოტიკებს იღებს, მაგრამ ხვდება ტაილერ ლოკვუდს. მოგვიანებით ვიკი მიატოვებს ტაილერს და ჯერემისთან იწყებს ურთიერთობას. მას შემდეგ რაც სტეფანი ვიკის კლავს, ელენა დეიმონს სთხოვს რომ ეს ფაქტი ჯერემის დაავიწყოს, რადგან ჯერემი მის დაკარგვას ძალიან მძიმედ განიცდის. ამის შემდეგ ჯერემი უფრო თვითდარწმუნებული ხდება და თავს ანებებს ნარკოტიკებს. მოგვიანებით ჯერემი ხვდება ვამპირ ანას, მაგრამ მისი ბიძა ჯონ გილბერტი კლავს ანას სხვა ვამპირებთან ერთად რათა მისტიკ-ფოლსი დაიცვას. ჯერემი ვერ უძლებს ამხელა ტკივილს და ცდილობს თავი მოიკლას, მის ორგანიზმში ანას სისხლით. მაგრამ ეს მცდელობა არ გამოსდის, რადგან დამაძინებელი ტაბლეტები, რომლებსაც ჯერემი სვამს, ძალიან ცოტაა და მათ ვამპირის სისხლი ანეიტრალებს... ბიძისგან საჩუქრად იღებს ბეჭედს, რომელიც ზებუნებრივი არსებისგან სიკვდილისგან იცავს.

ჯენა სომერსი რედაქტირება

 
სარა კანინგი, ჯენა სომერსის როლის შემსრულებელი

ჯენა სომერსი (ინგლ. Jenna Sommers) — მირანდა სომერს-გილბერტის, ელენა გილბერტის დედობილის უმცროსი და. ჯერემის და ელენას მშობლების დაღუპვის მერე მათი მეურვე. თავიდან უჭირდა თავის ახალ მოვალეობებთან გამკლავება, რადგან კოლეჯში სწავლის დროს ყოველთვის უპასუხისმგებლო იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად უფრო უკეთ შეძლო ამის კეთება. თავიდან დაიწყო ურთიერთობა ლოგან ფელთან, რომელმააც წარსულში მიატოვა. თუმცა ლოგანი მალე ვამპირად გადააქცია ანამ, შემდეგ კი ისტორიის მასწავლებელმა ალარიკ ზალცმანმა მოკლა. ჯენას ეს არ უთხრეს, უბრალოდ უთხრეს რომ ის ქალაქიდან წავიდა, ჯენას ეს ეწყინა, თუმცა არ გაჰკვირვებია. მოგვიანებით დაიწყო ურთიერთობა ალარიკთან. მეორე სეზონში ჯონ გილბერტმა სცადა მათი ურთიერთობის გაფუჭება და ჯენამ ეჭვი შეიტანა ალარიკის ერთგულებაში. მას მერე რაც გამოჩნდა იზაბელ ფლემინგი, რომელიც წესით მკვდარი უნდა ყოფილიყო, ელენას და ალარიკს მოუწიათ ჯენასთვის ვამპირების შესახებ სიმართლის მოყოლა. ვამპირად გადააქცია კლაუსმა რიტუალის შესრულების დროს, მსხვერპლშეწირვის მიზნით. მან სცადა გრეტა მარტინის, კლაუსის გრძნეულის მოკვლა, რათა გაეჩერებინა რიტუალი და ელენა გადაერჩინა, თუმცა კლაუსმა იქამდე მოკლა, სანამ ამას მოასწრებდა. დაკრძალულია მირანდა, გრეისონ და ჯონ გილბერტების გვერდით.

ბონი ბენეტი რედაქტირება

 
კატერინა გრაჰამი, ბონი ბენეტის როლის შემსრულებელი

ბონი შეილა ბენეტი (ინგლ. Bonnie Sheila Bennett) — ელენა გილბერტის და კეროლაინ ფორბსის საუკეთესო მეგობარი. მისი წინაპრები იყვნენ ქალაქ სალემიდან, რომელიც ცნობილია მისი "ჯადოქრული საქმეებით". როდესაც 1892 წელს მათი გასამართლება დაიწყეს, ისინი მისტიკ-ფოლსში გადმოვიდნენ, სადაც საიდუმლოდ ცხოვრობდნენ 100 წლის განმვალობაში. პირველ სერიებში ბონი იგებს, რომ გრძნეულია. მისი ბებიის, შეილას დახმარებით, რომელიც ასევე გრძნეულია, სწავლობს გამოიყენოს და აკონტროლოს მისი ძალა, რის გამოც ბებიას ძალიან უახლოვდება. როდესაც ის ბონის ეხმარებოდა გაეხსნა მოჯადოვებული სარკოფაგი, შეილა ძალიან დიდ ძალებს კარგავს და ცოტა ხანში კვდება. ამის შემდეგ ბონი აგრძელებს გრძნეულობის სწავლას და სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება. თუმცა ის შურისძიებას გადაწყვეტს, რადგან თვლის რომ ძმები სალვატორების, და ზოგადად ვამპირების ბრალია ბებიამისის სიკვდილი. ამას შედეგად სარკოფაგის ვამპირები (მათ შორის ანა) და მერი ლოკვუდი ეწირებიან. მეორე სეზონში იწყებს ჯერემი გილბერტთან, ელენას უმცროს ძმასთან შეხვედრას. გრძნეული ლუკა მარტინისგან იგებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რითიც კლაუსს მოკლავს, ესაა 100 გარდაცვლილი გრძნეულის ძალის მიღება. მაგრამ როდესაც განსაზღვრული დრო მოდის და ის პრაქტიკულად კლავს კლაუსს, ელაიჯა ერევა და ადგილიდან მიჰყავს იქამდე, სანამ ბონი რამეს იზამს.

კეროლაინ ფორბსი რედაქტირება

 
კენდის კინგი, კეროლაინ ფორბსის როლის შემსრულებელი
  • მსახიობი: კენდის აკოლა და მაკკენა გრეისი (პატარა კეროლაინი)
  • სეზონები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8

კეროლაინ ფორბსი (ინგლ. Caroline Forbes) — ელენა გილბერტის და ბონი ბენეტის საუკეთესო მეგობარი. მისტიკ-ფოლსის შერიფის, ლიზ ფორბსის შვილი. 1 სეზონში ჰქონდა ურთიერთობა დეიმონთან. როცა ვამპირი გახდა, კეროლაინმა დეიმონი შეიძულა, რადგან გაახსენდა რომ მათი ურთიერთობა დეიმონის მიერ იყო შთაგონებული, მისი ვამპირული ძალების დახმარებით. თავიდან არის ნაჩვენები როგორც უდარდელი, საკუთარ თავზე ჩაციკლული გოგონა. თუმცა შემდგომ კეროლაინი იზრდება და მისი ხასიათი დიდ სიღრმეებს იძენს. 1 სეზონში ასევე აქვა ურთიერთობა მეტიუ დონოვანთან. ამავე სეზონის ბოლოს ავარიაში ხვდება და უმძიმეს ტრამვებს იღებს, მაგრამ გამოჯანმრთელდება დეიმონის სისხლის დალევის მერე. თუმცა მალევე ამის მერე, ვამპირად გადაიქცევა, როდესაც მას კეტრინ პირსი კლავს. სტეფან სალვატორე ასწავლის მას სისხლის წყურვილის კონტროლს და ისინი საუკეთესო მეგობრები ხდებიან.ასევე, ვამპირად გახდომის შემდეგ, კეროლაინის და ელენას მეგობრობა მყარდება. ამჩნევს, რომ როცა მეტის გვერდითაა, სისხლის წყურვილს ვერ აკონტროლებს და ამიტომ მისი უსაფრთხოებისთვის, აიძულებს მეტს გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა. როდესაც ტაილერ ლოკვუდი პირველად გადაიქცევა მაქციად, კეროლაინი რჩება მასთნ და ეხმარება ამასთან გამკლავებაში, რის გამოც მათ შორის რომანტიკული გრძნობები ჩნდება. თუმცა კეროლაინს ისევ მეტი უყვარს და ისინი ისევ იწყებენ ურთიერთობას, ტაილერის ქალაქიდან წასვლის შემდეგ. როდესაც მეტი იგებს, რომ კეროლაინი ვამპირია, თავს მოტყუებულად გრძნობს, შემდეგ კი მთელ სიმართლეს დედამისს უყვება. თავიდან მეტი და შერიფ ფორბსი კეროლაინისგან თავს შორს იჭერენ, მაგრამ როდესაც ხვდებიან რომ გოგონამ თავისი ადამიანურობა შეინარჩუნა, მათი ურთიერთობა ისევ უკეთესობისკენ იცვლება. მაგრამ მეტს მაინც არ უნდა კეროლაინთან ურთიერთობის გაგრძელება, ის ვერ იტანს ვერანაირ ზებუნებრივს, რადგან მისი და ვიკი ვამპირმა მოკლა. მეორე სეზონის ბოლოს კეროლაინს და ტაილერს კლაუსის მსახურები იჭერენ, იმისთვის რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალში გამოიყენონ, მაგრამ დეიმონი მათ გადაარჩენს.

ტაილერის მისტიკ-ფოლსში დაბრუნების შემდეგ, ის და კეროლაინი ისევ ანახლებენ ურთიერობას. მაგრამ ტაილერის დედა, კეროლ ლოვკუდი, იგებს რომ კეროლაინი ვამპირია და მამამისს, ბილ ფორბსს უკავშირდება. ბილი თვლის რომ მისი შვილი ურჩხულია, ჩაკეტევს მისტიკ-ფოლსის ციხის სარდაფში და ცდილობს შოკური თერაპიით გამოასწოროს. გოგონას გადაარჩენენ ტაილერი და დედამისი. დროის გასვლის მერე კეროლაინის ურთიერთობა მამასთან უმჯობესთება. მამის სიკვდილს 3 სეზონში, კეროლაინი დიდხანს განიცდიდა. კეროლაინი და ტაილერი წყვილი ხდებიან, მაგრამ მალე მათ ურთიერთობაში ცვლილება შეაქვს ტაილერის მიჯაჭვულობა კლაუსისადმი, როგორც მისი შემქნელისადმი. შემდეგ კეროლაინს მაქციამ უკბინა და კინაღამ მოკვდა, მაგრამ ამ დროს კლაუსმა გადაარჩინა ის საკუთარი სისხლით. საბოლოოდ კლაუსს გაუჩნდა გრძნობები კეროლაინის მიმართ, მაგრამ ეს გრძნობები უპასუხოდ იყო. მაგრამ მოგვიანებით კეროლაინმაც დაიწყო სიმპათიის გამოვლენა კლაუსის მიმართ, როდესაც მან საკუთარი ხელით დახატული ნახატი გამოუგზავნა, “კეროლაინი ცხენთან ერთად“. ამ დროისთვის ტაილერი აპალაჩის მთებში გაემგზავრა, სადაც ცდილობდა კლაუსზე დამოკიდებულების თავის დახსნას, რათა კეროლაინთან ურთიერთობა შეენარჩუნებინა. მისი წასვლის პერიოდში, გოგონას ძალიან ენატრება ის, და თან ცდილობს გაერკვიოს მის გრძნობებში კლაუსის მიმართ. მას ძალიან გაუხარდა ტაილერის დაბრუნება, რომელიც კლაუსთან კავშირისგან თავისუფლდება.

მოგვიანებით ტაილერი და კეროლაინი შორდებიან. 6 სეზონში მისი და სტეფან სალვატორის ზედმეტად დაახლოების შემდეგ, კეროლაინი ხვდება რომ სტეფანი უკვე უფრო მეტად უყვარს, ვიდრე საუკეთესო მეგობარი. კეროლაინის და სტეფანის კოცნა პირველად 6 სეზონის 13 სერიაში ხდება, ხოლო 8 სეზონის 2 სერიაში ისინი უკვე ოფიციალურად ინიშნებიან, თუმცა მათ ურთიერთობას გრძნეული კადი უშლის, რომელთანაც სტეფანმა უნდა გაატაროს 1 წელი, კეროლაინის ტყუპების გადარჩენის სანაცვლოდ.

მეთიუ დონოვანი რედაქტირება

 
ზაკ როერიგი, მეტ დონოვანის როლის შემსრულებელი

მეთიუ გ.მეტ დონოვანი (ინგლ. Matthew G. "Matt" Donovan) — ელენას ყოფილი შეყვარებული, მათი ურთიერთობა დასრულდა ავარიის შემდეგ, რომელშიც ელენას მშობლები მოკვდნენ. თუმც კი მეტს ჰყავს უფროსი და ვიკი, მთელი ოჯახის საქმეები მას დააწვა ზურგზე, როდესაც ისინი დედამ მიატოვა. სერიოზული გავლენა იქონია მასზე დის სიკვდილმა. მეტი — ტაილერ ლოვკუდის საუკეთესო მეგობარია და სკოლის ამერიკული ფეხბურთის გუნდის კაპიტანი, ასევე მუშაობს „მისტიკ გრილში“ — მისტიკ ფოლსის ბარში. მიუხედავად იმისა, რომ ელენა მას დაშორდა, მეტს ისევ აქვს გრძნობები მის მიმართ და იმედი აქვს რომ ისევ ერთად იქნებიან. თუმცა ეს არ უშლის ხელს დაიწყოს ახალი ურთიერთობა კეროლაინ ფორბსთან. მას მერე რაც კეროლაინი ვამპირი ხდება, ის აიძულებს მეტს გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა, რადგან ვერ აკონტროლებს საკუთარ სისხლის წყურვილს. მას მერე, რაც მეტი საბოლოოდ იგებს სიმართლეს კეროლაინის შესახებ, ის ადანაშაულებს გოგონას მისი დის სიკვდილში. ამ ყველაფრის შედეგად კეროლაინის დედა, შერიფი ფორბსი იგებს სიმართლეს მისი შვილის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შერიფიც და მეტიც რწმუნდებიან, რომ კეროლაინი ისევ ის გოგონაა რომელიც მათ უყვართ და მას არაფერი დაუშავებია ვიკის სიკვდილში, მეტი და კეროლაინი მაინც საბოლოოდ შორდებიან.

3 სეზონის ბოლო სერიაში ხვდება ავტოკატასტროფაში ელენასთან ერთად. როდესაც მათ გადასარჩენად სტეფანი მოდის, ელენა მას სთხოვს რომ პირველი მეტი გადაარჩინოს, სტეფანი ასეც იქცევა, რის შედეგადაც ელენა საბოლოოდ ვამპირი ხდება. 4 სეზონის 21 სერიაში დეიმონი კლავს მეტს, რათა ელენას გრძნობები დაუბრუნდეს, თუმცა გილბერტის ბეჭდის წყალობით მეტი სიცოცხლეს უბრუნდება. სეზონის ბოლოს ძალიან უახლოვდება რებეკა მაიკლსონს და მასთან ერთად ევროპაში მიდის სამოგზაუროდ. 6 სეზონში მეტს გვხვდება როგორც „მისტიკ ფოლსის დამცველთა ორგანიზაციის“ მოხალისე წევრი.

ვიკი დონოვანი რედაქტირება

 
კაილა ეველი, ვიკი დონოვანის როლის შემსრულებელი

ვიკი დონოვანი (ინგლ. Vicki Donovan) — მეტ დონოვანის უფროსი და. ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკთან და ალკოჰოლთან, რის შემდეგაც დეიმონმა ვამპირად გადააქცია. როდესაც ვამპირი ხდება, ვიკი ვერ ხვდება რა ხდება მის თავს და გრძნობების აღრევის შემდეგ ჯერემის და ელენას თავს ესხმის, რის გამოც სტეფანი იძულებულია მოკლას. სხეულს თავიდანვე ვერ პოულობენ. რაღაც დრო ხვდებოდა ჯერემი გილბერტს და ტაილერ ლოკვუდს. ერთხელ გაცოცხლდა და ცდილობდა ელენას მოკვლას, რათა მისი სული მკვდრების სამყაროდან გამოეხსნა, მაგრამ ამაში მას ხელი ბონიმ და მეტმა შეუშალეს და მკვდრების სამყაროს კარიბჭე დაკეტეს. 5 სეზონში მას ვხედავთ მეორე მხარეს, ის ეუბნება მეტს რომ უყვარს იგი. მეტი მას ვერ აჩერებს და ვიკის წყვდიადი შთანთქავს.

ტაილერ ლოკვუდი რედაქტირება

 
მაიკლ ტრევინო, ტაილერ ლოკვუდის როლის შემსრულებელი

ტაილერ ლოკვუდი (ინგლ. Tyler Lockwood) — მისტიკ ფოლსის მერის, რიჩარდ ლოკვუდის და ქეროლ ლოკვუდის შვილი. ასევე თამაშობს სკოლის ამერიკული ფეხბურთის კლუბში, მეტ დონოვანის საუკეთესო მეგობარი. აქვს დაძაბული ურთიერთობა მამასთან, რომელიც შვილს მკაცრად ექცევა, თუმცა მის სიკვდილს ტაილერი ღრმა მწუხარებით განიცდის. სერიალის დასაწყისში ნაჩვენებია როგორც ეგოისტური მჩაგვრელი. ხვდებოდა ვიკი დონოვანს, სანამ ის არ დაშორდა ჯერემი გილბერტთთან გრძნობების ქონის გამო, რის შედეგადაც ბიჭები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტაილერს ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვს და მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს მაქციის გენის გამოა, ლოკვუდებს რომ გადაეცემათ. როდესაც კეტრინი შთააგონებს სარას, ტაილერის კლასელს, რომ მას თავს დაესხას, ტაილერს ის შემთხვევით შემოაკვდება და ამით მაქციის წყევლას ააქტიურებს. ამის შემდეგ მას კეროლაინ ფორბსი უყვარდება, თუმცა სიტუაცია იძაბება მას მერე, რაც ტაილერი გაიგებს, რომ მისი ბიძის, მეისონ ლოკვუდის მკვლელობაში სალვატორეების გარდა, კეროლაინიცაა გარეული. ამის შემდეგ ტაილერი ქალაქიდან მიდის, თუმცა მალევე ბრნდება და გადაწყვეტს რომ დარჩეს...

ალარიკ ზალცმანი რედაქტირება

 
მეთ დეივისი, ალარიკ ზალცმანის როლის შემსრულებელი

ალარიკ ჯ. რიკ ზალცმანი (ინგლ. Alaric J. "Ric" Saltzman) — მისტიკ ფოლსის სკოლის ისტორიის მასწავლებელი და ვამპირებზე მონადირე. მისი ქალაქში ჩამოსვლის თავდაპირველი მიზეზი იყო დეიმონ სალვატორის მოკვლა, რომელსაც ალარიკი თვლიდა მისი ცოლის მკვლელად. როგორც მოგვიანებით ირკვევა, ალარიკის ცოლი, იზაბელი, სულაც არ მომკვდარა, ის დეიმონმა ვამპირად გადააქცია, მისივე სურვილის გამო. ამ ყველაფრის მერე ალარიკი და დეიმონი საუკეთესო მეგობრები ხდებიან. ალარიკი თან ატარებს გილბერტების ბეჭედს, რომელიც მას ზებუნებრივი სიკვდილისგან იცავს. ხვდება ჯენა სომერსს. მეორე სეზონში ჯონ გილბერტი მათ ურთიერთობას ხელს უშლის და ბოლოს ჯენა საერთოდ ტოვებს მას, როდესაც იზაბელი გილბერტების წინა კართან გამოჩნდება. ამის შემდეგ კლაუსი ალარიკის სხეულს ეპატრონება, რათა შიგნიდან გაიცნოს მისტიკ ფოლსის მაცხოვრებლები და მათ დაუახლოვდეს. მალევე კლაუსი უკან ათავისუფლებს ალარიკს და ის ჯენას უბრუნდება, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს ვერ გრძელდება, რადგან კლაუსი რიუტალისთვის იყენებს ვამპირად ახლადგადაქცეულ ჯენას და კლავს მას...

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება