სტეფან სალვატორე
სტეფან ანტონიო სალვატორე (ინგლ. Stefan Antonio Salvatore) — ამერიკული ტელესერიალის ვამპირის დღიურების პერსონაჟი, შექმნილია ჯული პლეკის და კევინ უილიამსონის მიერ, ლიზა ჯეინ სმიტის ამავე სახელწოდების რომანების მიხედვით. სერიალში სტეფანის როლს ასრულებს პოლ უესლი.
სტეფან სალვატორე | |
---|---|
„ვამპირის დღიურები“ - პერსონაჟი | |
პირველი გამოჩენა | 1 სეზონის 1 სერია |
შემქმნელი | ჯული პლეკი, კევინ უილიამსონი |
მსახიობი | პოლ უესლი |
ინფორმაცია | |
სახეობა/რასა | ვამპირი |
სქესი | მამრობითი |
დაბ. თარიღი | 5 ნოემბერი 1847 |
ოჯახი | დეიმონ სალვატორე (ძმა), ზაკ სალვატორე (ბიძა), ჯუზეპე სალვატორე (მამა), ლილი სალვატორე (დედა) |
წინარეისტორია
რედაქტირებასტეფან სალვატორე დაიბადა 1847 წლის 5 ნოემბერს, ვირჯინიის შტატის გამოგონილ ქალაქ მისტიკ-ფოლსში, იტალიური წარმოშობის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ ჯუზეპე და ლილი სალვატორები. სტეფანს დედა მოუკვდა, როდესაც ის პატარა ბავშვი იყო. სერიალის დასაწყისისთვის სტეფანი ისევ მისტიკ-ფოლსში ბრუნდება. მას ჰყავს უფროსი ძმა დეიმონ სალვატორე და ბიძა ზაკი (მოგვიანებით მოკლული დეიმონის მიერ).
ვამპირად გადაქცევა
რედაქტირება1864 წელს სალვატორების ოჯახში მოდის კეტრინ პირსი — ვამპირი, რომელიც ორივე ძმას უყვარდება. კეტრინი თავისი ვამპირული ძალებით შთააგონებს სტეფანს რომ მისი არ ეშინოდეს, და ასევე მის სისხლს ასმევს. ამ დროისთვის მისტიკ-ფოლსში უკვე დაწყებულია გამოძიება ვამპირების შესახებ. მას შემდეგ, რაც საკუთარმა მამამ ესროლა და მოკლა, სტეფანი ვამპირი ხდება, რადგან ორგანიზმში აქვს კეტრინის სისხლი. დეიმონი ძმას ჰპირდება სამუდამო ტანჯვას, რადგან ფაქტობრივად სტეფანმა ძმა ძალით გადააქცია ვამპირად.
თავიდან სტეფანს არ შეუძლია ადამიანის სისხლის წყურვილისთვის თავის გამკლავება, რის გამოც მას ძლიერი დამოკიდებულება ემართება. მოგვიანებით, ბევრი ადამიანის მკვლელობის მერე, სტეფანი ხვდება გოგონა ვამპირს სახელად ალექსია ბრენსონს (ლექსის), რომელმაც ასწავლა სტეფანს სისხლის წყურვილის კონტროლი და მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.
სტეფანის სისხლზე დამოკიდებულების შესახებ პოლ უესლიმ თქვა: „ეს შესანიშნავია, ესაა ნარკოტიკი. ის ნარკომანია მე ვთამაშობ ნარკომანს და მე ეს მომწონს. მე ვგრძნობდი, რომ უნდა ვითამაშო როლი, რომელიც ადრე არასდროს მითამაშია. მე ეს მომწონს, და იმედი მაქვს რომ ზუსტად ისე გამოდის, როგორც მე ჩავიფიქრე“.[1] შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი კევინ უილიამსონი ამის თაობაზე ამბობს შემდეგ სიტყვებს: “ის მოუთმენლად ელოდებოდა იმას, რომ სტეფანი ბოლოს და ბოლოს ისევ დაიწყებდა ადამიანის სისხლის სმას“. იქამდე სტეფანი ათწლეულები მხოლოდ ცხოველების სისხლს სვამდა. უესლი ამბობს, რომ „ყველას გააჩნია საკუთარი ბნელი მხარე, განსაკუთრებით ვამპირს, და არარეალური იქნებოდა ეს რომ არ გვეჩვენებინა“.[2]
პირადი ურთიერთობები
რედაქტირებასერიალის პირველ სერიაში სტეფანი იწყებს ურთიერთობას ელენა გილბერტთან, მაგრამ ის არ ეუბნება მას, რომ ვამპირია. მოგვიანებით ელენა თვითონ არკვევს ამას და ისინი დროებით წყვეტენ ურთიერთობას. პოლ უესლის საყვარელი სერია არის სერია „მოსაბრუნებელი მომენტით“, სადაც სტეფანი უკან ბრუნდება, „იმიტომ რომ, თავის სახის რცხვენია“. უესლიმ ამის შესახებ განაცხადა რომ: „სტეფანი პანიკაშია და ვერ იტანს საკუთარ თავს ამის გამო. ის გარბის საკუთარი თავისგან, მაგრამ ელენა აბრუნებს მას და ეხება სახეს, რადგან ჰგონია რომ ლამაზია, ეს ძალიან ინტიმური მომენტია, რადგან ელენა სტეფანის ყველაზე ბნელ მხარეს იღებს“. მოგვიანებით, ელენას უჩნდება გრძნობები სტეფანის ძმის, დეიმონის მიმართ და სტეფანს შორდება.
1864 წელს სტეფანი დეიმონთან ერთად შეყვარებული იყო კეტრინ პირსზე, მაგრამ როცა მისტიკ-ფოლსის ვამპირები გამოაშკარავეს და დაწვეს, კეტრინმა გაქცევა მოახერხა. სწორედ მისი სისხლის გამო გახდნენ ძმები ვამპირები.
6 სეზონში სტეფანი და კეროლაინ ფორბსი ძალიან დაახლოვდნენ. 2 სეზონიდან ისინი კარგი მეგობრები იყვნენ, როდესაც სტეფანმა დეიმონისგან გადაარჩინა ვამპირად ახლადგადაქცეული კეროლაინი, შემდეგ კი ასწავალა, როგორ უნდა შეგუებოდა თავის ვამპირულ ცხოვრებას. ამის შემდეგ კენდის აკოლას პერსონაჟიც ხშირად ეხმარებოდა მეგობარს და რჩევებსაც აძლევდა. 6 სეზონის 14 სერიაში სტეფანმა და კეროლაინმა პირველად აკოცეს ერთმანეთს. ამავე სეზონის 21 სერიაში კეროლაინმა მოუყვა სტეფანს სიის შესახებ, რაც მან გააკეთა მას მერე, რაც სტეფანი შეუყვარდა და იმას რომ ყველაფრის კონტროლს კარგავს, როცა მის გვერდითაა. სტეფანი ამბობს რომ ისიც კარგავს კონტროლს და ეს არის ის რასაც მეორე ადამიანის სიყვარული ჰქვია, მაგრამ კეროლაინი მას დროებით ტოვებს, იმიტომ რომ თვლის რომ კონტროლია ერთადერთი, რაც მას დარჩა. 22 სერიაში სტეფანი უკვე თავის სიაზე უყვება, რაც კეროლაინის შეყვარების შემდეგ გააკეთა. ის ამბობს რომ დაელოდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. ამის შემდეგ კეროლაინს ლოყაზე კოცნის და ტოვებს რომ მათ ურთიერთობაზე დაფიქრდეს.
8 სეზონის 2 სერიაში სტეფანი და კეროლაინი ოფიციალურად ინიშნებიან, მაგრამ მოგვიანებით სტეფანი იძულებულია „გამორთოს“ თავისი ადამიანურობა და 1 წლის მანძილზე ემსახუროს გრძნეულ კეიდს, კეროლაინის ტყუპების გადარჩენის სანაცვლოდ.
ხასიათი და როლი სიუჟეტში
რედაქტირებასტეფანი არის სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის აღწერილია როგორც „სიმპათიური ახალგაზრდა კაცი“, რომელიც ვამპირი აღმოჩნდება და რომელსაც ძლიერი კავშირი აქვს „ტრაგიკულ გმირთან“ ელენა გილბერტთან.[3] ახლაგაზრდა სტეფანი პოლ უესლიმ აღწერა როგორც „გულუბრყვილო და დინებაზე მიმყოლი“, ის იყო „ადვილად მანიპულირებადი“ და „უცოდველი“, „ლამაზი ახალგაზრდა სულით“.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 'The Vampire Diaries': Paul Wesley reveals Stefan's 'lustful' side. Zap2it. Tribune Media Services.
- ↑ 2.0 2.1 Paul Wesley on his 'Vampire Diaries' character's addiction and more. Los Angeles Times. Tribune Company.
- ↑ The CW's final beast is risen. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media.