ვალკამონიკის ხეობის კლდის ნახატები
(გადამისამართდა გვერდიდან ვალკამონიკას ხეობის კლდის ნახატები)
ვალკამონიკის ხეობის კლდის ნახატები (იტალ. Incisioni rupestri della Val Camonica) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი (1979 წლიდან) იტალიაში, ვალ-კამონიკეს დაბლობის ტერიტორიაზე, სამხრეთ ალპურ რეგიონებში, ლომბარდიის, ბრეშის და ბერგამოს პროვინციებს შორის.
ვალკამონიკის ხეობის კლდის ნახატები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | იტალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 46°01′26″ ჩ. გ. 10°21′00″ ა. გ. / 46.02389° ჩ. გ. 10.35000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 94 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 94 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აქ მდებარეობს პეტროგლიფების უდიდესი ნაკრები ევროპაში — სულ დაახლოებით 300 ათასი. დაბლობის სახელწოდება წარმოდგება კამუნების ტომისაგან, რომლებიც აქ რომაელების მოსვლამდე მცირე ხნით ადრე ცხოვრობდნენ. მათთან დაკავშირებულია მხოლოდ პეტროგლიფების მცირე ნაწილი: ქრონოლოგიურად ისინი მიეკუთვნებიან პერიოდს ზედა პალეოლითიდან (6000 წელი ჩვენს ერამდე) ახ.წ. XIX საუკუნემდე.