ვალერი ჩკალოვის ძეგლი
ვალერი ჩკალოვის ძეგლი (რუს. Памятник Валерию Чкалову) — ნიჟნი-ნოვგოროდის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, აღმართულია ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის გეორგიევსკის კოშკის სიახლოვეს და ეძღვნება ცნობილ საბჭოთა მფრინავს, ჩრდილოეთის პოლუსის გავლით სსრკ-დან აშშ-ში შეუჩერებლად ჩატარებული ფრენის ავტორს ვალერი ჩკალოვს. ძეგლიდან მდინარე ვოლგის მიმართულებით ჩადის კიბე, რომელსაც ასევე ჩკალოვის სახელი ეწოდება.
ვალერი ჩკალოვის ძეგლი Памятник Валерию Чкалову | |
---|---|
ძეგლი გეორგიევსკის კოშკის ფონზე | |
კოორდინატები | 56°19′48″N 44°00′34″E / 56.33° ჩ. გ. 44.009444° ა. გ. |
მდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი |
არქიტექტორი | ივან ტარანოვი, ვიქტორ ანდრეევი |
მოქანდაკე | ისააკ მენდელევიჩი |
მასალა | ლაბრადორიტი |
თარიღდება | 15 დეკემბერი, 1940 |
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე ძეგლის ადგილზე XVII საუკუნის დასაწყისში დააარსეს უფლის ცხოვლმყოფელი ჯვრის შემოყვანების სახელობის დედათა მონასტერი, რომელმაც მოგვიანებით მიიღო ჯვართამაღლების მონასტრის სახელი და 1815 წელს გადაიტანეს მონასტრის დღევანდელი მდებარეობის ადგილზე — ლიადოვის მოედანზე. მონასტერი არასახარბიელო მდგომარეობაში შემორჩენილი იყო 1840 წლამდე, ამ პერიოდსათვის ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის გარშემო ყველა ნაგებობა დაანგრიეს და კედლის გარშემო მოაწყვეს დასვენების ზონა.
ლეგენდარული მფრინავის ძეგლი გაისნა 1940 წლის 15 დეკემბერს, მისი გარდაცვალებიდან ორ წლისთავზე[1]. ქანდაკების ავტორი არის ჩკალოვის მეგობარი ისააკ მენდელევიჩი. მენდელივიჩმა ამ ნამუშევრისათვის სტალინური პრემია მიიღო. ძეგლის არქიტექტორები არიან ივან ტარანოვი და ვიქტორ ანდრეევი.
აღწერა
რედაქტირებაძეგლის კვარცხლბეკზე გამოსახულია ჩრდილოეთი პოლუსის კონტურული რუკა, რომელზეც მითითებულია გმირული ეკიპაჟის ჩკალოვ-ბაიდუკოვ-ბელიაკოვის მარშრუტი შორეულ აღმოსავლეთში და ჩრდილოეთი პოლუსის გავლით აშშ-ში. კვარცხლბეკი მოპირკეთებულია ლაბრადორიტით[2].
კვარცხლბეკზე ამოტვიფრულია მფრინავის ცხოვრების წლები და წარწერა: „ჩვენი დროის უდიდეს მფრინავს ვალერი ჩკალოვს“. ამ სიტყვების ქვემოთ ეწერა „სტალინის შევარდენი“, რომელიც წაშალეს პიროვნების კულტის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Памятник Валерию Чкалову. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
- ↑ loginov_lip. (2015-12-14) Памятник Валерию Чкалову в Нижнем Новгороде на Волжской набережной. ციტირების თარიღი: 2018-03-26.