ლაბრადორიტიგაბროს ჯგუფის მაგმური ქანი. ძირითადად შედგება პლაგიოკლაზ ლაბრადორისაგან, მცირე რაოდენობით (5-7%) პიროქსენების, მადნეული და სხვა მინერალებისაგან. ლაბრადორიტი მეტწილად მსხვილმარცვლონი შავი ან მუქი ნაცრისფერი ქანია. ლაბრადორიტი, რომლის მონატეხზე ან გაპრიალებულ ზედაპირზე ლაბრადორის კრისტალები მოცისფრო-მომწვანოდ ბზინავს, ძალზე ლამაზია და იხმარება შენობების, ძეგლებისა და სხვათა მოსაპირკეთებლად. ლაბრადორიტის საბადოები ცნობილია უკრაინაში, ფინეთში, აშშ-ში, კანადაში.

ლაბრადორიტი
Labradorite.jpg
ლაბრადორიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
შედგენილობა ლაბრადორი
შეფერილობა შავი ან მუქი ნაცრისფერი
გამოიყენება მშენებლობაში

ლიტერატურარედაქტირება