გეორგიევსკის კოშკი
გეორგიევსკის კოშკი (რუს. Георгиевская башня) — ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ერთ-ერთი ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კოშკი. მდებარეობს ბორისოგლებისა და პოროხოვოის კოშკებს შორის, ვოლგის ნაპირზე, ვალერი ჩკალოვის ძეგლის ახლოს, ჩკალოვის კიბის დასაწყისში.
გეორგიევსკის კოშკი Георгиевская башня | |
---|---|
მდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლი |
ტიპი | კვადრატული კოშკი |
მასალა | აგური |
თარიღდება | XVI საუკუნე |
ისტორია
რედაქტირებაკოშკი ააგეს XVI საუკუნეში. სახელი ეწოდა გვერდით მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიის სახელის მიხედვით, რომელიც აღარ შემორჩენილა[1], ან ქალაქის დამაარსებელი იურის ვსევეოლოდის ძის სახელობის გეორგიევსკის კოშკის მიხედვით, რომელიც მდებარეობდა მის სასახლეში.
1785-1786 წლებში მიაშენეს სათავსოები.
1943 წელს დაიწყეს და 1949 წელს დაასრულეს მონუმენტალური ჩკალოვის კიბის მშენებლობა, რომელიც იწყებოდა კოშკიდან და მთავრდებოდა ვოლგის ნაპირზე.
1953 წელს მიმდინარეობდა კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები.
აღწერა
რედაქტირებაკოშკი არის კვადრატული ფორმისა და ოთხსართულიანი. ქვედა სართული ამჟამად განთავსებულია თითქმის მთლიანად მიწის ქვეშ, რომელიც ზედა სართულთან დაკავშირებულია შიდა კიბით.
კოშკის ცენტრალური სათავსო არნიშნული შიდა კიბისაგან იზოლირებულია და არის გამჭოლი გასასვლელი. კარიბჭე დაცულია რთული შესასვლელი სისტემით, მტერს აუცილებლად უნდა გადაელახა გრძელი ხის ხიდი, შემდეგ 5,3 მეტრის სიმაღლის ასაწევი ხიდი, რომელიც იკეტებოდა 3,52 მეტრის სიმაღლის კარით. ასაწევი ხიდი შემონახულია ჩვენს ეპოქამდე თითქმის უცვლელად. მთავარი სართულის კუთხის კედლებში შემონახულია სათოფურები.
მესამე სართულზე ოთხი საბრძოლო კამერაა, მეოტხეზე კი საბრძოლო ქონგურებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Агафонов С. Л. Нижегородский кремль. Архитектура, история, реставрация. — Горький: Волго-Вятское издательство, 1976. — 136 с.
- Кирьянов И. А. Нижегородский Кремль. Очерк истории кремля в городе Горьком. — Горький: Горьковское книжное издательство, 1956. — 116 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Георгиевская башня Нижегородского кремля. Пути-дороги.ru.