ვალერიან ზუხბაია

გეოლოგი

ვალერიან ზუხბაია (დ. 9 აპრილი, 1914, წალენჯიხა, საქართველო, გ. 27 მაისი, 2011, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოლოგი.

ვალერიან ზუხბაია
დაბ. თარიღი 9 აპრილი, 1914(1914-04-09)[1]
გარდ. თარიღი 27 მაისი, 2011(2011-05-27)[1] (97 წლის)
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1992 წლიდან საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსაქმებელთა მუშაკი და პროფესორი. 1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1946-1951 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საწარმოო ძალთა შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1951 წლიდან მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანად და გეოგრაფიის კათედრის გამგედ. 1954-1959 წლებში მუშაობა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1959-1993 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. 1995 წელს გახდა აფხაზეთის რეგიონული მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1993-2005 წლებში გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერი და თანამშრომელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აფხაზეთის ფილიალის პროფესორი. უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოების ავტორი. შექმნილი აქვს მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მოკლე კურსი, ზოგადი გეოლოგიის პრაქტიკუმი, ზოგადი გეოლოგიის და მხარეთმცოდნეობის სახელმძღვანელოები. გამოიკვლია და დაადგინა 4000-მდე აფხაზეთის ტოპონიმი, შეისწავლა საქართველოში არსებული ქვის კულტის ისტორია. გამოიკვლია „ვეფხისტყაოსნის“ ძვირფასი ქვები და სხვა მრავალი. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ივანე ჯავახიშვილისა და ალექსანდრე ჯანელიძის მედლებით. მის მიერ დაწერილი თხზულებებია: 1959 - „რას გვიამბობს საქართველოს მიწა“, 1974 - „საქართველოს დეკორატიული და ფერადი ქვები“, 1975 - „ქართლის ცხოვრების ქვის ფურცლები“, 1980 - „ძვირფასი და ტექნიკური ქვები“, 1995 - „ქართული ოქრო“, 1997 - „სოხუმი“, 1998 - „აფხაზეთო ჩემო“, 1999 - „ბუნება „ვეფხისტყაოსანში““, 2001 - „ანაკოფია-ახალი ათონი“, 2002 - „გალის რაიონის ბუნება, ისტორია, სახალხო მეურნეობა“.

ლიტერატურა

რედაქტირება