ვალერიან ვადაჭკორია

ვალერიან ვადაჭკორია (დ. 9 დეკემბერი, 1919, ჭანჭათი, ლანჩხუთის რაიონი — გ. 2 მარტი, 1996) — ქართველი გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი. გამოჩენილი ინჟინერ-მექანიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1942 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით.

1942-1947 წლებში — თბილისის საავიაციო ქარხანა — ოსტატის თანაშემწე, ოსტატი, ცვლის უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე, 1947-1950 წლებში — საამქროს უფროსი. 1950 წელს ჩაირიცხა მსმენელად მოსკოვის საავიაციო მრეწველობის აკადემიაში თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა თბილისის საავიაციო ქარხანას და დანიშნულ იქნა ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1952-1955 წლებში — ქუთაისის მანქანათმშენებლობის ქარხნის დირექტორი. 1955-1957 წლებში — ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარე. 1957-1966 წლებში — საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკური მრეწველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს კპ ცკ-ის მანქანათმშენებლობისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსი. 1966-1971 წლებში — საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრი. 1971-1990 წლებში — საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. წლების მანძილზე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. 30-იანი, 40-იანი და 50-იანი წლების რეპრესირებულთა და მათი უფლებების აღდგენის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისიის თავმჯდომარე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 5 გამოგონების ავტორი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1961 — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მრეწველობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, თბ., . 1976
  • პოლიმერული მასალები და მათი გამოყენება მანქანათმშენებლობაში, თბ., 1966

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები, თბ., 2012, გვ. 63-64

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება