ვალერიან ელანიძე
ვალერიან აბრამის ძე ელანიძე (დ. 11 იანვარი, 1931, სოფ. ჩიღო, ახმეტის მუნიციპალიტეტი, — გ. 2017) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1999).
დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1960). 1961-1999 წლებში მუშაობდა ამავე დაწესებულებაში (შემდგომში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე. ძირითადად იკვლევდა თუშეთისა და კახეთის ისტორიის საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კახეთის ისტორიის პრობლემური საკითხები : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 2006. - 99940-37-81-1
- "ვინამ თქვა თუშთა დალევა?!" (ავტორი). - თბილისი, დედაენა, 2001. - 640გვ. . - ISBN: 99928-899-7-7
- თუშეთის ისტორიის საკითხები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988. - 366 გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 613.