ვალერიან გომელაური
ვალერიან ბაგრატის ძე გომელაური (დ. 1 იანვარი, 1933, თელავი) — ქართველი საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1982).
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის ა. სუვოროვის სამხედრო სასწავლებელი, ხოლო 1954 წელს მოსკოვის რსფსრ უმაღლესი საბჭოს სახელმწიფო უმაღლესი საჯარისოსამეთაურო სასწავლებელი, 1967 წელს კი — ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია. 1979–1985 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე; 1985-1988 წლებში სამხედრო მრჩეველი ეთიოპიაში; 1988–1991 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, 1992–2005 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის მრჩეველი-კონსულტანტი. ამჟამად თადარიგშია. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2001).
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 90.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 108, ISBN 978-9941-0-7386-1.