ვალენტინა კაბანოვა
ვალენტინა კაბანოვა (რუს. Кабанова Валентина, დ. 10 ოქტომბერი, 1951, ეტერევსკის ფერმაში, სტალინგრადის ოლქი) — რუსი საზოგადო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, V, VI, VII მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი. გაერთიანებული რუსეთის ფრაქციის წევრი, სახელმწიფო სათათბიროს შრომის, სოციალური პოლიტიკისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.[1]
ვალენტინა კაბანოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1951 (73 წლის) |
დაბადების ადგილი | Yeterevskaya |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
განათლება | Saratov State Socio-Economic University |
სამეცნიერო ხარისხი | Candidate of Sociological sciences |
ჯილდოები | მეგობრობის ორდენი, II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი და მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“ |
ბიოგრაფია
რედაქტირებავალენტინა კაბანოვა დაიბადა 1951 წლის 10 ოქტომბერს სტალინგრადის ოლქში. 1973 წელს მიიღო უმაღლესი ეკონომიკური განათლება სარატოვის ეკონომიკურ ინსტიტუტში.[2]2002 წელს დაიცვა დისერტაცია შრომისა და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიაში. 1974 წლიდან 1979 წლამდე მუშაობდა „Mosoblstroy-10“ ტრესტის სამშენებლო ორგანიზაციებში, როგორც ეკონომისტი და დაგეგმვის განყოფილების ხელმძღვანელი, 1979 წლიდან 1985 წლამდე მუშაობდა ტრესტის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და შემდეგ თავმჯდომარედ. 1985 წელს განაგრძო პროფკავშირული საქიმიანობა, გახდა თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი თავმჯდომარე (1991-2000) სამშენებლო და სამრეწველო სამშენებლო მასალების მუშაკთა პროფკავშირის მოსკოვის რეგიონალურ ორგანიზაციაში. 2000 წელს იგი ხელმძღვანელობდა მოსკოვის პროფკავშირული ორგანიზაციების რეგიონალურ ასოციაციას (MOOOP).[3]
2007 წლის მარტში მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვის რეგიონალურ სათათბიროში და არჩევნების შედეგების საფუძველზე აირჩიეს რეგიონალური დუმის დეპუტატად.[4] 2007 წლის დეკემბერში იგი დასახელდა მე-5 მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის კანდიდატად, მაგრამ არჩევნების შედეგების შემდეგ დუმაში ვერ მოხვდა. 2008 წლის მარტში იგი მაინც გახდა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, რადგან მიიღო ოლეგ კოვალევის ვაკანტური მანდატი, რომელიც გადადგა დეპუტატობიდან რიაზანის რეგიონის გუბერნატორად არჩევასთან დაკავშირებით.
2011 წლის დეკემბერში იგი წარადგინეს VI მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში და არჩევნების შედეგების საფუძველზე აირჩიეს დეპუტატად პარტია „ედინაია რასიას“ სიით. იყო ფრაქციის წევრი და მუშაობდა სათათბიროს ორგანიზებისა და რეგლამენტის კომიტეტში.[5] 2016 წლის სექტემბერში კენჭი იყარა მე-7 მოწვევის სახელმწიფო სათათბიროში, არჩევნების შედეგების საფუძველზე არჩეულ იქნა 123 ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.
საკანონმდებლო საქმიანობა
რედაქტირებავალენტინა კაბანოვა 2008 წლიდან 2019 წლამდე, V, VI და VII მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობის პერიოდში, იგი იყო თანაავტორი 57 საკანონმდებლო ინიციატივისა და შესწორებების შესახებ ფედერალურ კანონპროექტებში.[6]
ჯილდოები და ტიტულები
რედაქტირებავალენტინა კაბანოვა დაჯილდოვებულია მრავალი მედალით, მათ შორის:„MPA CIS. 25 წელი“ (2017 წლის 27 მარტი, დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა) — პარლამენტარიზმის განვითარებასა და განმტკიცებაში გაწეული მომსახურებისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის შემუშავებასა და გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებისთვის და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისთვის.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Кабанова Валентина Викторовна. Государственная Дума. ციტირების თარიღი: 2018-12-06
- ↑ Кабанова Валентина Викторовна | Энциклопедия РИА ФедералПресс. lib.fedpress.ru. ციტირების თარიღი: 2018-12-06
- ↑ Кабанова, Валентина Викторовна. ТАСС. ციტირების თარიღი: 2018-12-06
- ↑ Из 50 депутатов новой Мособлдумы только 5 женщин. ИА REGNUM. ციტირების თარიღი: 2018-12-06
- ↑ Постановление ЦИК о результатах выборов депутатов Госдумы шестого созыва. Российская газета. ციტირების თარიღი: 2018-12-06
- ↑ Официальный сайт Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации. old.duma.gov.ru. ციტირების თარიღი: 2019-08-03
- ↑ Постановление Совета Межпарламентской Ассамблеи государств — участников Содружества Независимых Государств от 27 марта 2017 года № 17 «О награждении медалью «МПА СНГ. 25 лет»