ლეხ ვალენსა

(გადამისამართდა გვერდიდან ვალენსა, ლეჰ)

ლეხ ვალენსა (პოლ. Lech Wałęsa; დ. 29 სექტემბერი 1943) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, აქტივისტი და ადამიანთა უფლებების დამცველი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების „სოლიდარობის“ ყოფილი ხელმძღვანელი. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1983). 1990–1995 წლებში პოლონეთის პრეზიდენტი.

ლეხ ვალენსა
პოლ. Lech Wałęsa
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1943(1943-09-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (81 წლის)
დაბადების ადგილი პოპოვო, მესამე რაიხი[1]
მოქალაქეობა  პოლონეთი[10]
მეუღლე/ები დანუტა ვალესა
შვილ(ებ)ი იაროსლავ ვალესა
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[11] [12] , საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Knight Grand Cross of the Order of the Bath, თეთრი არწივის ორდენი, Grand cross of the Order of the White Lion, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, Order of Francisco de Miranda, ერნსტ რეიტერის მედალი, ფრიტ ორდის ჯილდო, European Human Rights Prize, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, თავისუფლების პრემია, მონისმანიის პრემია, პრემია „Pacem in Terris“, Integrity Award, Jan Karski Freedom Award, Kisiel Prize, დემოკრატიის სამსახურის მედალი, Ronald Reagan Freedom Award, ინფანტ დონ ენრიკეს ორდენის დიდი ჯაჭვი[13] , Grand Cross 1st class of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, Grand Cross of the Order of Polonia Restituta, Grand Cross of the Order of Merit of the Republic of Poland, ტერა მარიანას I ხარისხის ჯვრის ორდენი[14] , Grand Cross of the Order of Vytautas the Great, Grand Cross of the Order of Merit of Hungary, Golden Plate Award, პიუს IX-ის ორდენი, Knight of the Order of the Elephant[15] , ბუადაპეშტის საპატიო მოქალაქე, Grand Cross Special Class of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის[16] , Grand Collar of the Order of Liberty[13] , ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის მედალი[17] , Point Alpha Prize, Order of Prince Yaroslav the Wise, 2nd class, Osgar, გდანსკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[18] , Financial Times Person of the Year, honorary citizen of Gdańsk, ფინეთის თეთრი ვარდის ორდენის დიდი ჯვარი ჯაჭვით[19] , doctor honoris causa from the University of Nancy[20] , honorary doctor of Paris 8 University[21] [22] , სპილოს ორდენი, Royal Order of the Seraphim, თურქეთის რესპუბლიკის ორდენი და Grand Order of Mugunghwa

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა 1943 წლის 29 სექტემბერს სოფელ პოპოვოში, დურგლის ოჯახში. მამა — ბოლესლავ ვალენსა ტყვედ აიყვანეს გერმანელთა საოკუპაციო ძალებმა და შვილის დაბადებამდე იძულებით შრომით ბანაკში გაგზავნეს. ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე (1945 წ. აპრილის დასაწყისში) მძიმედ დაავადებული ბოლესლავი სახლში დაბრუნდა და მალევე, 1946 წლის 16 ივნისს გარდაცივალა.

ლეხ ვალენსა სწავლობდა სამრევლო სკოლაში, შემდეგ დაამთავრა ლიპნოს სახელმწიფო პროფსასწავლებელი. ორი წელი მსახურობდა ჯარში, სადაც მან მიიღო კაპრალის წოდება. 1976 წელს იგი საზოგადოებაში გამოჩნდა, როგორც ანტი-სამთავრობო პროფკავშირების აქტივისტი და ამის გამო დაკარგა სამსახურიც.

განათლება

რედაქტირება

1961 წელს დაამთავრა პროფესიული სკოლა, 1961 წლიდან 1965 წლამდე მუშაობდა ავტომობილების მექანიკოსად, 1967 წლის ივლისიდან მუშაობდა გდანსკის გემთმშენებელ საწარმოში ელექტრიკოსად. 1980 წელს მან შექმნა აღმოსავლეთ-ევროპაში პირველი თავისუფალი პროფკავშირული კავშირი - სოლიდარობა.

სოლიდარობა

რედაქტირება

მლეხ ვალენსა სათავეში ედგა პოლონურ მოძრაობა სოლიდარობას, ორგანიზაციას, რომელმაც კომუნიზმის დამარცხებაში პოლონეთსა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი როლი შეასრულა. 10 მლნ. პოლონელი გაწევრიანდა სოლიდარობაში. სოლიდარობა იყო პოლონური პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1980 წლის სექტემბერში, გდანსკში.

სოლიდარობამ ბიძგი მისცა ფართო ანტიკომუნისტურ არაძალადობრივ მოძრაობას, რომელმაც მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო კომუნიზმის დამარცხებას. სოლიდარობის პროგრამაში ნათქვამი იყო:

 
„ჩვენი აზრი მიმართულია ... სამართლიანობის, დემოკრატიის, სიმართლის, კანონიერების, ადამიანის ღირსების, რწმენის, თავისუფლებისა და რესპუბლიკის აღდგენისკენ.“

1988 წელს პოლონეთში გაფიცვები კვლავ დაიწყო, 1989 წელს ხელისუფლებამ სოლიდარობა ლეგალიზებულად გამოაცხადა. ხოლო ივნისში შედგა საპარლამენტო არჩევნები. პოლონეთის სეიმში არსებობდა შეთანხმება, რომლის ძალითაც ადგილების 65 % კომუნისტებს უნდა მიეღოთ, სამაგიეროდ სენატში, სადაც ამგვარი შეზღუდვა არ არსებობდა, კომუნისტებმა 100-დან მხოლოდ 1 ადგილი მიიღეს. პრემიერ-მინისტრი ყოფილი ოპოზიციონერი თადეუშ მაზოვეცკი გახდა. ამ არჩევნებს მოჰყვა არაერთი მშვიდობიანი ანტიკომუნისტური რევოლუცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 1990 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც შედგა, სადაც გამარჯვება ლეხ ვალენსამ მოიპოვა.

ვალენსამ უდიდესი როლი ითამაშია მთავრობასთან მოლაპარაკებებში 1988 წელს (საუბრები მაგდალენკაში) და 1989 წელს (მრგვალი მაგიდა). მათი შედეგი იყო სოლიდარობის დაკანონება და ნახევრად თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 1989 წლის ივნისში, რომლის დროსაც სოლიდარობამ სენატში 100 ადგილიდან 99 ადგილი მიიღო.

ვალენსას გუნდი ფიქრობდა, რომ პირველ ეტაპზე პრეზიდენტის ხელში თავს მოიყრიდა ძირითადი ფუნქციები, მაშინ გაადვილდებოდა დაგეგმილ რეფორმებზე „გაურკვეველი წარმოშობის“ ოპოზიციის შემოტევების მოგერიება. ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეფორმები ამ შემთხვევაში სწრაფად დაიძრებოდა, ნახევრად ავტორიტარული რეჟიმით ადვილად დაძლევდნენ შექმნილ წინააღმდეგობბებს და ყველა წარმატებასთან ერთად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა უცილობლად გახდებოდა გარანტია ქვეყნის მყარი სუვერენუტეტისა.

 
„უდიდესი და უძლიერესი საბჭოთა იმპერია მთელი თავისი მასობრივი განადგურების იარაღითა და კოსმოსური რაკეტებით პატარა, ზღვისპირა ქალაქში გაჩენილმა იდეამ და თავისუფლებისმოყვარე მცირერიცხოვანმა ერმა დაამარცხა. მათ შეეძლოთ მოვეკალით, მაგრამ ისინი ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ“

- ამბობს ლეხ ვალენსა.

სოლიდარობის სამთავრობო კრიზისები მუდმივი განხილვის თემა იყო არა მხოლოდ საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებში, არამედ პარტიის შიგნითაც. სოლიდარობის ის ჯგუფები, რომლებიც მოგვიანებით დამოუკიდებელ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, უკმაყოფილონი იყვნენ სამთავრობო კოალიციებში არმონაწილეობით. მათ შეცვალეს მოქმედების ტაქტიკა და ნაცვლად იმისა, რომ გაყოლოდნენ პოლიტიკურ დინებას - „იქნებ მინისტრის პორტფელი შეხვედროდათ“, გადავიდნენ მოქმედებაზე. სოლიდარობის შიდა ოპოზიციამ უბიძგა რამდენიმე პროცესს, რომელიც ჩამოაცილებდა პოლიტიკურ კონკურენტებს „ძველი გვარდიიდან“ და დააჩქარებდა „ახალი თაობის პოლიტიკოსების“ ავანსცენაზე მკაფიოდ გამოჩენას. ასეთ პროცესად ითვლება ლუსტრაციის საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგს თემად შემოტანა. პრეზიდენტმა ვალესამ მოითხოვა ლუსტრაციის თემაზე მსჯელობის შეწყვეტა, გადააყენა პრემიერი ოლჟევსკი და თავიდან აიცილა სამოქალაქო დაპირისპირება. ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში დაიწყებოდა გამოძიებები, ურთიერთბრალდებები და დამნაშავე აღმოჩნდებოდა ბევრი აღიარებული მოქალაქე, ინტელიგენციის წარმომადგენელი თუ პოპულარული პოლიტიკოსი, ასევე ხელოვნების მუშაკები, რომლებსაც აიულებდნენ უშიშროებასთან თანაშრომლობას.

პრეზიდენტობა

რედაქტირება

საპრეზიდენტო არჩევნები 1990 წელს ვალენსას შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა, იგი აირჩიეს პოლონეთის პრეზიდენტად და მეორე ტურში ხმათა 74,25 % დააგროვა, მას პოლიტიკური არასტაბილურობისა და პოლონეთის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ვალენსას მთავარი მიზანი „ძირეული ცვლილებები“ იყო - დაწყებული კონსტიტუციით დამთავრებული ქუჩების იერსახით. პირველ რიგში დაიწყო იდეოლოგირი ბრძოლა და დაიწყეს ყველაფერი იმ ხილულის ნგრევა რაც საბჭოთა რეჟიმთან ასოცირდებოდა, ეს იყო ძეგლები, ქუჩების სახელწოდებები, დროშები და სხვა სიმბოლოები. ამას მოჰყვა ერთ რიტმში ქარხნებში, ფაბრიკებში, სკოლებში და სახელმწიფო დაწესებულებებში კომუნისტური სიმბოლოების განადგურება და ობიექტებისთვის სახელების გადარქმევა.

ლეხ ვალენსა და „სოლიდარობის“ ფრთა ამერიკული მოდელის მომხრეები იყვნენ ანუ საპრეზიდენტო რესპუბლიკის, სადაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაც განიხილებოდა. ამ იდეას გამოუჩნდნენ ძლიერი მოწინააღმდეგეები კომუნისტური ფრთისა და მემარჯვენეების სახით ვალენსას მიზანი და სურვილი საპრეზიდენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბების თაობაზე სრულად ვერ განხორციელდა.

საიდუმლო თანამშრომლობა სადაზვერვო სააგენტოებთან

რედაქტირება

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვალენსა დამარცხდა. 2006 წლის 29 სექტემბერს ლეხ ვალენსამ გამოაცხადა, რომ აპირებს პოლიტაკაში დაბრუნებას და ახალი პარტიის შექმნას. პრეზიდენტობიდან 20 წლის შემდეგ ვალენსას კვლავ ბრძოლა უწევს, ოღონდ ამჯერად უკვე საკუთარი ღირსების დასაცავად. 2000-იან წლებში ვალენსამ პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის მორალური ზიანის ასაზღაურებლად 34 ათას დოლარს ითხოვს. კაჩინსკიმ მას ბრალი დასდო 1970-იან წლებში კომუნისტურ უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში. მან ლეხ ვალენსა ე. წ. კაგებეს აგენტობაში დაადანაშაულა და მისი კოდური სახელიც, ფსევდონიმიც გაახმოვანა. კაჩინსკის მტკიცებით ვალენსა „ბოლეკის“ სახელით მოქმედებდა. ეს ბრალდება არ იყო ახალი ვალენსასთვის, ჯერ კიდევ 1992 წელს პოლონეთის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა კომუნისტური საიდუმლო სამსახურების აგენტების სია, სადაც ლეხ ვალენსას გვარიც ამოტივტივდა, თუმცა მხედველობაში მიიღეს ის გარემოება, რომ სპეცსამსახურები ძალიან ხშირად ყალბ დოკუმენტებს ქმნიდნენ ამა თუ იმ პიროვნების დისკრიმინაციის მიზნით. თუმცა დროთა განმავლობაში ვალენსას წინააღმდეგ ეს ბრალდება თავს იჩენდა ხოლმე. 2008 წელს მთავრობასთან დაახლოებულმა კვლევითმა ორგანიზაციამ პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა წიგნი, სადაც ვალენსა სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობაშია ბრალდებული.

1969 წლის 8 ნოემბერს ლეხ ვალენსა დაქორწინდა დანუტა გოლოზე. დანუტა ვალენსასთან ქორწინებაში ჰყავს 8 შვილი, 4 ვაჟი და 4 ქალიშვილი: ბოგდანი (1970 წ.), პრჟემისლავი (1974 წ.), იაროსლავი (1976 წ.), მაგდალენა (1979 წ.), ანა (1980 წ.), მარია ვიქტორია (1982 წ.), ბრიჯიდი (1985 წ.). იაროსლავ ვალენსა ასევე გახდა პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი 2005-2009 წწ. ხოლო 2009 წელს აირჩიეს ევროპის პარლამენტში. 2017 წლის 9 იანვარს ვალენსას მესამე ვაჟი, 43 წლის პრჟემისლავი გარდაცვლილი იპოვეს გდანსკში, საკუთარ ბინაში[23].

ჯილდოები და პრიზები

რედაქტირება

პოლონური

რედაქტირება
  • თეთრი არწივი
  • პოლონეთის რენესანსის ორდენის დიდი ჯვარი

საერთაშორისო

რედაქტირება
  • 1983 — ნობელის პრემია პრესაში მუშაობისთვის მშრომელთა უფლებების მხარდასაჭერად;
  • 1989 — ფრანცისკო მირანდას პირველი კლასის ორდენი;
  • 1991 — აბანოების ორდენის დიდი ჯვარი (დიდი ბრიტანეთი) ;
  • 1991 — ღირსების ლეგიონის დიდი ჯვარი (საფრანგეთი);
  • 1991 — იტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენის დიდი ჯვარი (იტალია)
  • 1993 — სერაფიმეს ორდენი (შვედეთი);
  • 1993 — სპილოს ორდენი (დანია)
  • 1993 — თეთრი ვარდის ორდენის დიდი ჯვარი - (ფინეთი)
  • 1994 — ღირსების ორდენის დიდი ჯვარი (უნგრეთი)
  • 1994 — ინფანტა დონ ენრიკის ორდენი (პორტუგალია)
  • 1995 — წმინდა ოლავის ორდენის დიდი ჯვარი (ნორვეგია)
  • 1999 — თავისუფლების მედალი „ეროვნული ენერგეტიკა დემოკრატიისთვის“ (ვაშინგტონი , აშშ.)
  • 1999 — საერთაშორისო თავისუფლების ჯილდო (მემფისი, აშშ)
  • 1999 — თეთრი ლომის ორდენი (ჩეხეთი)
  • 2001 — დიდი ჯვარი კრისტოფერ კოლუმბის ორდენის ოქროს ვარსკვალავით ( დომინიკის რესპუბლიკა )
  • ლეოპოლდ I ხარისხის ორდენის დიდი ჯვარი (ბელგია)
  • პიუს IX ორდენი (ვატიკანი)
  • გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ღირსების ორდენის სპეციალური ხარისხი
  • ღირსების მედალი (ჩილე)
  • სამხრეთ ჯვრის ორდენის დიდი ჯვარი (ბრაზილია)
  • დამოუკიდებლობის მედალი (თურქეთი)
  • სანტიაგოს და ხმლის ორდენის დიდი ჯვარი (პორტუგალია)
  • იუნესკოს მედალი (გაერო)
  • ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკის მედალი
  • მარგალიტის ჰაშიმიტისა და სამეფო ორდენის დიდი ლენტის კავალერი (ფილიპინები)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1983/walesa-facts.html
  2. SNAC — 2010.
  3. Discogs — 2000.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. GeneaStar
  8. Babelio — 2007.
  9. Munzinger Personen
  10. LIBRISNational Library of Sweden, 2018.
  11. The Nobel Peace Prize 1983
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  13. 13.0 13.1 http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154
  14. https://president.ee/et/teenetemargid/teenetemarkide-kavalerid/11878-lech-walesa
  15. http://kongehuset.dk/modtagere-af-danske-dekorationer
  16. quirinale.it
  17. Resolución N° 208/995. ENTREGA DE MEDALLA DE LA REPUBLICA ORIENTAL DEL URUGUAY. LECH WALESANational Directorate of Official Printings and Publications, 1995.
  18. https://ug.edu.pl/uniwersytet/o_nas/doktoraty_honoris_causa
  19. Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnatHelsinki: Edita, 2017. — გვ. 498. — ISBN 978-951-37-7005-1
  20. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
  21. https://www.legifrance.gouv.fr/jorf/id/JORFTEXT000000323726
  22. https://www.univ-paris8.fr/Docteurs-honoris-causa
  23. ლეხ ვალენსას შვილი მკვდარი იპოვეს