ვალაშკერტის საეპისკოპოსო

ვალაშკერტის საეპისკოპოსო — ერთ-ერთი საეპისკოპოსო საქართველოს სამეფოში, ბაგრევანდის ისტორიულ მხარეში.

საეპისკოპოსოს საზღვრები

რედაქტირება

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, ვალაშკერტელის სამწყსო ყაზევანიდან ვალაშკეთამდე და ხინუსიდან დევაბონემდე იყო. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში ვალაშკერტელი მეცხრე ადგილზეა დასახელებული.

 
„Ⴇ. ვალაშკერტელის სამწყსო ყაზევანს ზეითი, ვალაშკეთის აქათ ხინუსი (ბაიბურთის ახლო) და დევაბონის აქათი.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

თედო ჟორდანიას სიტყვებით „ვალაშკერტად უნდა იგულისხმებოდეს აწინდელი ალაშკერტი ეფრატის ხეობაში. შეიძლება მისი კათედრა ყოფილიყო ის ჩანგლის ეკლესია, რომლის ნაშთი 1030 წლის წარწერით იპოვება კაღიზმანის მახლობლად სოფელ ჩანგლში. ჩანს, ქართველ ერს იმ დროს ეჭირა რაღაცა ნაწილი ევფრატის ხეობისა და სომხეთისა“.

ვალაშკეტრელი მღვდელთმთავრები

რედაქტირება
  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53