ვაიქის რაიონი

სომხეთის სსრ-ის რაიონი

ვაიქის რაიონი (სომხ. Վայքի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1931—1995 წლებში (სახელწოდება 1990 წლამდე — აზიზბეკოვის რაიონი). ცენტრი — ვაიქი (სახელწოდება 1966-დან 1990 წლამდე[2] — აზიზბეკოვი).

რაიონი
ვაიქის რაიონი
Վայքի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი ვაიქი
კოორდინატები 39°45′00″ ჩ. გ. 45°37′00″ ა. გ. / 39.7500000° ჩ. გ. 45.6166694° ა. გ. / 39.7500000; 45.6166694
დაარსდა 15 ოქტომბერი, 1931[1]
ფართობი 1173.8 კმ²
მოსახლეობა 13 700 კაცი (1989)
გაუქმდა 12 აპრილი, 1995
ვაიქის რაიონი — დედამიწა
ვაიქის რაიონი

აზიზბეკოვის რაიონი შეიქმნა 1931 წელს. 1951-1956 წლებში შედიოდა მიქოიანის რაიონის შემადგენლობაში. 1990 წელს აზიზბეკოვის რაიონს სახელი შეეხვალა და ეწოდა ვაიქის რაიონი. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[3].

გეოგრაფია

რედაქტირება

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 1200 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 17 სოფსაბჭოს: აზატეკის, აზიზბეკოვის, ბარძრუნის, ჰერჰერის, გნდევაზის, გომურის, ჰორადისის, ჯულის, ზეიტის, ზირაქის, კარმრაშენის, კეჩუტის, კოჭბექის, მარტიროსის, სერსის, ტერფის, ხნძორუტის[4].