უაიკატოს რეგიონი
უაიკატო (ინგლ. Waikato) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი ჩრდილოეთ კუნძულის ზემო ნაწილში. მოიცავს უაიკატოს, ჰაურაკის ვაკეებს, კორომანდელის ნახევარკუნძულს, ტაუპოს რაიონის დიდ ნაწილსა და როტორუის რაიონს.[1] იმართება უაიკატოს რეგიონული საბჭოს მიერ.
რეგიონი | |
---|---|
უაიკატოს რეგიონი ინგლ. Waikato | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | ჰამილტონი |
შიდა დაყოფა | Thames-Coromandel District, Hauraki District, Waikato District, Matamata-Piako District, Hamilton City, Waipa District, Ōtorohanga District, South Waikato District, Waitomo District, Taupō District და Rotorua District |
კოორდინატები | 37°48′00″ ს. გ. 175°24′00″ ა. გ. / 37.80000° ს. გ. 175.40000° ა. გ. |
მმართველი | Alan Livingston |
ფართობი | 25 598 კმ² |
მოსახლეობა | 403 638 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | waikatoregion.govt.nz |
გადაჭიმულია კორომანდელის ნახევარკუნძულიდან (ჩრდილოეთით) სამხრეთით, რუაპეჰუს მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებისაკენ. ვრცელდება ჩრდილოეთ კუნძულის დასავლეთ სანაპირომდე. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონი განფენილია მდინარე უაიკატოს აუზში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ოკლენდის რეგიონი, აღმოსავლეთით — პლენტის ყურე, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰოკს-ბეის რეგიონი, სამხრეთით კი მანავატუ-უანგანუისა და ტარანაკის რეგიონები. როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით უაიკატო ქვეყნის სიდიდით მეოთხე რეგიონია.[2] ფართობი 25 598 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა 403 638 ადამიანს (2013).
სახელწოდება მომდინარეობს მდინარე უაიკატოსგან, რაც მაორის ენაზე „მიმდინარე წყალს“ ნიშნავს.[3]
უმსხვილესი ქალაქია ჰამილტონი, 206 400 მოსახლით. აქ ფუნქციონირებს უაიკატოს უნივერსიტეტი.
ეკონომიკა
რედაქტირებაუაიკატოს რეგიონის ეკონომიკა მეოთხე უდიდესია ახალი ზელანდიის რეგიონებს შორის. 2007 წლის მარტში მთლიანი რეგიონული პროდუქტი $15 606 მლნ-ს შეადგენდა.
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის წყალობით, უაიკატოს ეკონომიკა დიდადაა დამოკიდებული სოფლის მეურნეობაზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Waikato Regional Council
- Hamilton & Waikato Tourism დაარქივებული 2018-03-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Swarbrick, Nancy. (3 June 2010) Waikato region – Overview. Te Ara – the Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 10 July 2011.
- ↑ About the Waikato region. Waikato Regional Council. ციტირების თარიღი: 2011-05-11.
- ↑ Royal, Te Ahukaramū Charles. (3 May 2010) Waikato tribes – Waikato landmarks. Te Ara – the Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 10 July 2011.