მანავატუ-უანგანუის რეგიონი
მანავატუ-უანგანუი (ინგლ. Manawatu-Wanganui Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ პალმერსტონ-ნორთისა და უონგანუის ირგვლივ.
რეგიონი | |
---|---|
მანავატუ-უანგანუის რეგიონი ინგლ. Manawatu-Wanganui Region | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | პალმერსტონ-ნორთი |
შიდა დაყოფა | Ruapehu District, Whanganui District, Rangitikei District, Manawatū District, Horowhenua District, Tararua District და Palmerston North City |
კოორდინატები | 39°36′00″ ს. გ. 175°36′00″ ა. გ. / 39.60000° ს. გ. 175.60000° ა. გ. |
დაარსდა | 1989 |
ფართობი | 22 215 კმ² |
მოსახლეობა | 222 672 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 10 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | horizons.govt.nz |
რეგიონი მოიცავს ათი რაიონის მთლიან ან გარკვეულ ტერიტორიებს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი პალმერსტონ-ნორთი.
რეგიონში დომინირებს ორი მნიშვნელოვანი მდინარის — უანგანუისა და მანავატუს აუზები. ეს უკანასკნელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მაორის ხალხისთვის. მის მიდამოებში განლაგაბული იყო მათი დასახლებები, კლიფები კარგი თავდაცვის საშუალებას იძლეოდა, ადვილი იყო საკვების მოპოვება.
ეკონომიკა
რედაქტირება2003 წელს, მანავატუ-უანგანუის მთლიანი შიდა პროდუქტი US$5,594 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 4 %-ს.[1]
მეზობელი ტარანაკის რეგიონისგან განსხვავებით, მანავატუ-უანგანუის არ გააჩნია ენერგიის მნიშვნელოვანი საწარმოები და მინერალები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Regional Gross Domestic Product. Statistics New Zealand (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 18 February 2010.