ვავაუს კუნძულები (ინგლ. Vava'u islands) — კუნძულთა ჯგუფი ტონგის სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში. ადმინისტრაციულად კუნძულთა ჯგუფი შედის ვავაუს ოლქში.

ვავაუს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Vava'u islands
გეოგრაფია
18°39′ ს. გ. 173°59′ დ. გ. / 18.650° ს. გ. 173.983° დ. გ. / -18.650; -173.983
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 34
მთავარი კუნძული ვავაუ
ფართობი 121 კმ²
უმაღლესი წერტილი 131 მ
ოლქი ვავაუს ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა 14 922 (2011)
სიმჭიდროვე 123,322 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ვავაუს კუნძულების რუკა

დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 21 კმ-ზე და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 25 კმ-ზე. დასახლებულია 21 კუნძული 34 მაღალი და ვეგეტაციით მჭიდროდ დაფარული კუნძულიდან, საერთო ფართობით 121 კმ². მთავარი კუნძული — ვავაუ, რომლისგანაც დაერქვა სახელი კუნძულთა მთელ ჯგუფს, მოიცავს 90 კმ²-ს და იგი ტონგის სიდიდით მეორე კუნძულია. გეოლოგიური თვალთაზრისით ვავაუს კუნძულები — ირიბად ამოწეული ატოლია. სამხრეთის მხრიდან არქიპელაგი «გაბნეულია» ბევრი მომცრო კუნძულებით და სრუტეებით. ერთ-ერთ ასეთ ყველაზე დიდ სრუტესთან, ფიორდის მსგავს არხ ავა პულეპულეკაისთან, მდებარეობს ვავაუს ერთადერთი ქალაქიპორტი ნეიაფუ.

კუნძული მოსახლეობა,
ად. (1996)
ფართობი,
კმ²
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კოორდინატები
Foeata 5 0,10 18°43′ ს. გ. 174°08′ დ. გ. / 18.717° ს. გ. 174.133° დ. გ. / -18.717; -174.133
Fonualei 18°01′ ს. გ. 174°19′ დ. გ. / 18.017° ს. გ. 174.317° დ. გ. / -18.017; -174.317
Hunga 347 4,69 74,0 18°41′ ს. გ. 174°07′ დ. გ. / 18.683° ს. გ. 174.117° დ. გ. / -18.683; -174.117
Kapa 410 5,96 68,8 18°42′ ს. გ. 174°02′ დ. გ. / 18.700° ს. გ. 174.033° დ. გ. / -18.700; -174.033
Kenutu 1 0,43 18°42′ ს. გ. 173°56′ დ. გ. / 18.700° ს. გ. 173.933° დ. გ. / -18.700; -173.933
Koloa 321 2,25 142,7 18°39′ ს. გ. 173°56′ დ. გ. / 18.650° ს. გ. 173.933° დ. გ. / -18.650; -173.933
Lape 21 0,39 53,8 18°43′ ს. გ. 174°05′ დ. გ. / 18.717° ს. გ. 174.083° დ. გ. / -18.717; -174.083
Late 18°48′ ს. გ. 174°39′ დ. გ. / 18.800° ს. გ. 174.650° დ. გ. / -18.800; -174.650
Lateiki 19°11′ ს. გ. 174°52′ დ. გ. / 19.183° ს. გ. 174.867° დ. გ. / -19.183; -174.867
Nuapapu 381 2,67 142,7 18°42′ ს. გ. 174°05′ დ. გ. / 18.700° ს. გ. 174.083° დ. გ. / -18.700; -174.083
Ofu 171 1,24 137,9 18°42′ ს. გ. 173°58′ დ. გ. / 18.700° ს. გ. 173.967° დ. გ. / -18.700; -173.967
Okoa 228 0,34 670,6
Olo'ua 110 0,49 224,5 18°40′ ს. გ. 173°57′ დ. გ. / 18.667° ს. გ. 173.950° დ. გ. / -18.667; -173.950
'Ovaka 103 1,29 79,8 18°45′ ს. გ. 174°06′ დ. გ. / 18.750° ს. გ. 174.100° დ. გ. / -18.750; -174.100
Pangaimotu 835 8,86 94,2 18°39′ ს. გ. 174°00′ დ. გ. / 18.650° ს. გ. 174.000° დ. გ. / -18.650; -174.000
Tapana 6 0,36
Taunga 77 0,36 213,9 18°45′ ს. გ. 174°01′ დ. გ. / 18.750° ს. გ. 174.017° დ. გ. / -18.750; -174.017
'Utungake 457 0,93 491,4 18°40′ ს. გ. 174°01′ დ. გ. / 18.667° ს. გ. 174.017° დ. გ. / -18.667; -174.017
Vaka'eitu 4 0,90 18°43′ ს. გ. 174°06′ დ. გ. / 18.717° ს. გ. 174.100° დ. გ. / -18.717; -174.100
Vava'u 12 238 89,74 136,4 18°37′ ს. გ. 174°00′ დ. გ. / 18.617° ს. გ. 174.000° დ. გ. / -18.617; -174.000
სულ 15 715 121,00 129,9

მოსახლეობა

რედაქტირება

2011 წელს მოსახლეობამ შეადგინა 14 922 ადამიანი[1], რაც შეადგენს ტონგის სამეფოს მთელი მოსახლეობის 14,45 %-ს, მათ შორის დაახლოებით 6 ათასი ცხოვრობს ქალაქ ნეიაფუში.

ეკონომიკა

რედაქტირება

თავისი ბუნების სილამაზის გამო ვავაუს კუნძულები პოპულარულია აფროსნობის მოყვარულთა და სხვა ტურისტებს შორის და ტონგის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ცენტრია. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ვავაუს პორტებში შემოდიან იახტები მთელი მსოფლიოდან. ძირითადი კუნძულის სილამაზის გარდა ასევე ღირსშესანიშნაობაა აქ მცურავი ვეშაპები, ასევე აკვალანგისტებს შორის პოპულარული წყალქვეშა გამოქვაბულები. ტურიზმის გარდა მოსახლეობის შემოსავლების მთავარი წყაროა — სოფლის მეურნეობა და თევზჭერა. აქ მოჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სორტის ვანილი. მოიპოვება მარგალიტი.