ვავაუს ოლქი
ვავაუს ოლქი (ინგლ. Vavaʻu) — ერთ-ერთი ტონგის 5 ოლქიდან, რომელიც მდებარეობს ვავაუს კუნძულების ჯგუფში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ოლქის მოსახლეობა შეადგენს 14 922[1] ადამიანს. ფართობი — 194 კმ². ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ნეიაფუ (6000 ადამიანი) ქვეყნის მოსახლეობით მეორე ქალაქია და მდებარეობს ფიორდის მსგავსი არხის ავა პულეპულეკაის სანაპიროზე. ოლქში ყველაზე დიდი პორტია «სამალავი» (ტონგური ენა — Puatalefusi или Lolo-ʻa-Halaevalu, ინგლ. Port of Refuge). ვავაუს ოლქის მთავარ და ერთადერთ აეროპორტს ჰქვია ლუპეპაუ'უ და იგი საერთაშორისოა. ის მდებარეობს მთავარი კუნძულის ჩრდილოეთით, სოფელ ჰოლონგადან შორიახლოს. არქიპელაგის სამხრეთით მდებარეობს მომცრო კუნძულების დიდი რაოდენობა, რომლებზეც მდებარეობენ მრავალნაირი ოტელები და სასტუმროები. ვავაუს ოლქის შემადგენლობაში შედის 6 რაიონი: ნეიაფუ, ლეიმატუა, ჰაჰაკე, პანგაიმოტუ, ჰიჰიფო და მოტუ.
ოლქი | |
---|---|
ვავაუს ოლქი ინგლ. Vavaʻu | |
ქვეყანა | ტონგა |
ადმ. ცენტრი | Neiafu |
კოორდინატები | 18°39′02″ ს. გ. 173°58′59″ დ. გ. / 18.6508306° ს. გ. 173.9830611° დ. გ. |
ფართობი | 194 კმ² |
სალაპარაკო ენები | ტონგური ენა |
მოსახლეობა | 14 922 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 76,92 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+13]] |
ოფიციალური საიტი | vavau.to |